ახალი ამბები
ქუთაისში ელეტრონული ბიბლიოთეკის სტენდი დაზიანდა
FaceBook
ქუთაისში #1 პირველი საჯარო სკოლის ტერიტორიაზე არსებული ელეტრონული ბიბლიოთეკის ცისფერყანწელთა სტენდი დაზიანდა.

მასზე ელექტრონული წიგნების უფასოდ ჩამოტვირთვა QR კოდის საშუალებით იყო შესაძლებელი.

"არ ვიცით ვინ დააზიანა. დილით რომ მოვედით, ასეთი მდგომარეობა იყო. ბავშვების გაკეთებული არ გვგონია იყოს. ალბათ, ღამით ვინმე მთვრალმა დააზიანა," - ამბობენ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში მომუშავე პირები.

დაზიანებული სტენდის შესახებ ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ ის არავის დაუზიანებია და ნალექის გამო, სილიკონით დამაგრებული დაფა ჩამოვარდა.

"მივმართეთ კომპანია "ექსპოგრაფს", რომელმაც დაამონტაჟა სტენდები. უახლოეს დღეებში მათი წამომადგენლები ჩამოვლენ და აღადგენენ დაზიანებულ დეტალს. ასევე, მოხდება სხვა ადგილებზე დამონტაჟებული სტენდების შემოწმება დაზიანების შესახებ," - განმარტავენ ქუთაისის მერიაში.

ქუთაისში ელექტრონული ბიბლიოთეკა 25 ქუჩასა და 10 სკვერში 4 თვის წინ განთავსდა. სტენდების საშუალებით ნებისმიერ მოქალაქეს უფასოდ 150-მდე ელექტრონული წიგნის მიღება შეუძლია.








Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.