ახალი ამბები
"მერიაში რეორგანიზაცია 27 დეკემბერს დასრულდება" – ქუთაისის მერი
FaceBook
ქუთაისის მერიაში მიმდინარე  რეორგანიზაცია 27 დეკემბერს დასრულდება.
სწორედ ამ დღეს წარუდგენს  აღმასრულებელი  საკრებულოს დეპუტატებს რეორგანიზაციის დასრულებულ ვარიანტს. ქალაქის მერის, გიორგი ჭიღვარიას თქმით, ოპტიმიზაციის ფარგლებში მოხდება როგორც სტრუქტურული რეორგანიზაცია, ასევე, ყველა ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდება. ამ გზით შეირჩევიან სამსახურის უფროსებიც, რომელთაგან ხუთმა დაკავებული პოზიცია უკვე დატოვა.

"მერიაში რეორგანიზაცია 27 დეკემბერს დასრულდება, როცა საკრებულოს წარვუდეგენთ დასრულებული რეორგანიზაციას, ახალ შტატებს, ახალ სამსახურებს და დავიწყებთ უკვე მუშაობას", –  განაცხადა ქალაქის მერმა. 

მერიამ უკვე გამოაცხადა კონკურსი მძღოლისა და მერის ორი წარმომადგენლის პოზიციებზე.

რაც შეეხება, სტრუქტურულ რეორგანიზაციას, ქალაქის მერის თქმით, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური გაიყოფა და ცალ-ცალკე ჩამოყალიბდება.

"ცოტა უხერხულობას ქმნის ის, რომ ნებართვის გამცემიც და ამ ნებართვის შემმოწმებელიც ერთი სამსახურის ხელმძღვანელია.  ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ ეს  სამსახური ორად გაიყოს", - განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ ქუთაისიპოსტის სტუდიაში.

გიორგი ჭიღვარია ცვლილებებს ასევე,  გეგმავს მერის მრჩევლებთან მიმართებაშიც. მისი თქმით, ხუთი მრჩეველი, რომელიც ყოფილი მერის, შოთა მურღულიას დროს დაინიშნა, საჭირო არ არის და მათი რაოდენობა უნდა შემცირდეს.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.