ახალი ამბები
“ნაციონალური მოძრაობა“ ქუთაისში პარკირების საფასურის განახევრებას ითხოვს
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მიიჩნევს, რომ ქუთაისში პარკირების საფასური ქალაქის ეკონომიკურ მდგომარეობასთან შეუსაბამოა და მისი განახევრების ინიციატივით გამოდის.

"პარკირების საფასური არ არის ქუთაისის მოსახლეობის შემოსავლების და პარკირების ადგილების რაოდენობის ადეკვატური. სამწუხაროდ, "პარკინგსერვისი" გახდა ახლობლების და "ქართული ოცნების" აქტივისტების დასაქმების ადგილი, რომელთა ხელფასები და პრემიები ქუთაისელთა ჯიბიდან ამოღებული თანხით ფინანსდება. ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" გამოდის ინიციატივით, განახევრდეს პარკირების საფასური და დაიწყოს მუშაობა პარკირების ადგილების გაზრდის და ამ სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრის გეგმაზე", - აცხადებს საკრებულოს "ნაციონალი" დეპუტატი, გიგა შუშანია.

ფრაქციის წევრები მიიჩნევენ, რომ მერიის მიერ პარკირების მოსაწესრიგებლად შპს "პარკინგსერვისის" დაფუძნება არაგონივრული იყო და ჯობდა ეს ვალდებულება საკუთარ თავზე კერძო კომპანიას აეღო. არსებული რეალობით კი ქალაქმა "სითი პარკის" მსგავსი მოდელი.

შპს "პარკინგსერვისში" აცხადებენ, რომ ახლა მძღოლებს გაცილებით უფრო იაფის გადახდა უწევთ, ვიდრე, მაშინ, როცა ე.წ. სტაიანშიკების დროს იყო. გარდა ამისა, მათივე თქმით, ფასების რეგულირება ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაა და არა "პარკინგსერვისის".

"ეს ტარიფები დაადგინა ქუთაისის საკრებულომ და არა "პარკინგსერვისმა". ამასთანავე, ყველას ახსოვს  რა უჯდებოდა მძღოლებს ე.წ. სტაიანშიკებთან ურთიერთობა. თუ მაშინ 50 თეთრიდან 2 ლარამდე იხდიდნენ დღეში, ახლა,  მოქმედი ტარიფით რომ გამოვთვალოთ,  დღეში მხოლოდ 10 თეთრის გადახდა უწევთ",-ამბობენ შპს "პარკინგსერვისში".

ავტოსადგომზე მსუბუქი ავტომობისლისთვის 1 საათით გაჩერება 0.50; 3 საათი –1 ლარი; ყოველი შემდეგი საათი 0.50 ლარი ღირს. ერთი დღით პარკირების ღირებულება 2 ლარით განისაზღვრა, ერთი კვირით –7 ლარი, ერთ თვე– 10 ლარი, 182 დღე ანუ ნახევარი წელი –25 ლარი, ხოლო მთელი წლით ავტომობილის პარკინგი 40 ლარი ღირს.

განსხვავებული ტარიფები მოქმედებს კერძო ტაქსების მძღოლებისთვის. მათ 10 დღეში 10 ლარის გადახდა მოუწევთ, 20 დღე –20 ლარის და ასე შემდეგ.

სატვირთო ავტომობილებისა და სპეცტექნიკისთვის 1 დღე - 3 ლარი, 30 დღე – 30 ლარი, 1 წელი კი 250 ლარი ღირს. პარკირების საფასურის გადახდა მძღოლებს კომერციულ ბანკებსა და სწარფი გადახდის აპარატებით შეუძლიათ.

შპს "პარკინგსერვისმა", რომელიც ქუთაისის მერიამ 2015 წელს დააფუძნა, გასული წლის ბიუჯეტში იჯარის გეგმა ვერ შეასრულა. შპს-ს მიერ ბიუჯეტის წინაშე აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობაზე კვლევა არასამთავრობო  ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველომაც" ჩაატარა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.