ახალი ამბები
საახალწლო ღონისძიებების პროგრამა ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში ახალი წლის დღეებში სხვადასხვა ღონისძიებებია დადგეგმილი.
წარმოგიდგენთ საახალწლო ღონისძიებების პროგრამას:

25 დეკემბერი - 19:00 საათზე - ქალაქის მთავარი ნაძვის ხის განათება. თოვლის ბაბუების და ფიფქიების ფლეშ-მობი, ანსამბლ ნაი-ნაის "მრავალჟამიერ" - მესხიშვილის თეატრის მიმდებარე ტერიტორია.

26 დეკემბერი - 15:00 - საათი წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოება.

29-03 იანვარი - 12:00 -საბავშვო ატრაქციონები - მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის მიმდებარე ტერიტორია.

30 დეკემბერი- 12:00 -17:00 - საახალწლო ბაზრობა - ქალაქის რეაბილიტირებულ უბანში განლაგდება ტენტები, სადაც მოეწყობა ხელნაკეთი საახალწლო აქსესუარების, სუვენირების და მისალოცი ბარათების გამოფენა-გაყიდვა. აგრეთვე ხალხური რეწვის ნიმუშების (თექა, ბატიკი) გამოფენა-გაყიდვა; FLORA-WESTLAND-საახალწლო ნაძვის ხეებისა და მცენარეების საშობაო გამოფენა-გაყიდვა. ქუთაისში არსებული კვების ობიექტები და მწარმოებლები გამოიტანენ თავიანთ პროდუქციას.

31 დეკემბერი - 12:00 -17:00 - საახალწლო ბაზრობა - ქალაქის რეაბილიტირებულ უბანში განლაგდება ტენტები, სადაც მოეწყობა ხელნაკეთი საახალწლო აქსესუარების, სუვენირების და მისალოცი ბარათების გამოფენა-გაყიდვა. აგრეთვე ხალხური რეწვის ნიმუშების (თექა, ბატიკი) გამოფენა-გაყიდვა; FLORA-WESTLAND-საახალწლო ნაძვის ხეებისა და მცენარეების საშობაო გამოფენა-გაყიდვა. ქუთაისში არსებული კვების ობიექტები და მწარმოებლები გამოიტანენ თავიანთ პროდუქციას.

12 : 00 საათი - ქალაქის რეაბიიტირებულ უბანში თოჯინების სახლის წარმოდგენა ბავშვებისთვის პოპულარული ანიმაციური ფილმებისა და ზღაპრების გმირების მონაწილეობით. ჩატარდება კონკურსები, გამარჯვებულებს თოვლის ბაბუა გადასცემს საჩუქრებს და გაუმასპინძლდება გოზინაყით.

15 : 00 საათი - სკეიტბორდისტების საახალწლო საჩვენებელი გამოსვლა - ცენტრალურ ბაღში.

20: 00 საათი - საახალწლო ზღაპრული ქალაქის გახსნა - საბავშვო ქალაქის დეკორაციების დაემატება ზღაპრული კოშკები, ზღაპრის გმირები : ფიფქიას ეტლი, თოვლის ბაბუა. მომზადდება საახალწლო მინი სპექტაკლები, პანტომიმა-პერფორმანსი, ელექტრონული შადრევნები - მონლპეზირის თაღის მიმდებარე ტერიტორია.

31 დეკემბერი 18:00 საათი - ფოტოზონის მოწყობა - შეიქმნება პვხ-დან ბანერები, რომელზეც დატანილი იქნება კადრები ბავშვების საყვარელი მულტფილმებიდან და მსურველებს შეეძლებათ ფოტოების გადაღება.

31 დეკემბერი - 01 – 22-01 საათი იანვარი - საახალწლო გალა-კონცერტი - ცენტრალუ მოედანზე.

31 დეკემ - 24:00 საათი - საახალწლო ფოიერვერკი ცენტრალური მოედანი.

31 დეკემბერი - მხატვრების გამოფენა - ახალგაზრდა მხატვართა მიერ წლის მანძილზე შექმნილი საუკეთესო ნამუშევრების გამოფენა - საგამოფენო დარბაზი "ვარლა"

01 იანვარი - 15:00 საათი - ნიღბების თეატრის წარმოდგენა. საახალწლო საჩვენებელი წარმოდგენა ბავშვებისთვის. სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახის ბავშვებისთვის საახლწლო წარმოდგენის "საახალწლო ზღაპარი" შემდეგ პატარებს დაურიგდებათ საჩუქრები - ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი.

02 იანვარი - 13:00 საათი - ნიღბების თეატრის წარმოდგენა.საახალწლო საჩვენებელი წარმოდგენა ბავშვებისთვის. სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახის ბავშვებისთვის საახლწლო წარმოდგენის "საახალწლო ზღაპარი" შემდეგ პატარებს დაურიგდებათ საჩუქრები. მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი.

2-3-4 იანვარი - 18:00 საათი -საახალწლო კინოთეატრის გახსნა. ბავშვებს შეეძლებათ საყვარელი მულტფილმების და ფილმების ნახვა - მონლპეზირის თაღის მიმდებარე ტერიტორია.

03 იანვარი - 16:00 საათი - საახალწლო საჩვენებელი წარმოდგენა ბავშვებისთვის. საახალწლო საჩვენებელი წარმოდგენა ბავშვებისთვის. სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახის ბავშვებისთვის საახლწლო წარმოდგენის შემდეგ პატარებს დაურიგდებათ საჩუქრები - ყინულის მოედანი.

03 იანვარი - 12:00-16:00 საათი - "კრეატიული ნაძვის ხეების კონკურსი"კონკურსი საჯარო და კერძო სკოლების; ორგანიზაციებისა და დაწესებულებების - მონპლეზირის თაღის მიმდებარე ტერიტორია.

03 იანვარი 17:00 საათი - დაჯილდოება კონკურსი "კრეატიული ნაძვის ხე"კონკურსში "ყველაზე კრეატიული ნაძვის ხე" გამარჯვებულების დაჯილდოება -მონპლეზირის თაღის მიმდებარე ტერიტორია

04 იანვარი - 14:00 საათი - საახალწლო საჩვენებელი წარმოდგენა ბავშვებისთვის.საახალწლო საჩვენებელი წარმოდგენა ბავშვებისთვის. სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახის ბავშვებისთვის საახლწლო წარმოდგენის შემდეგ პატარებს დაურიგდებათ საჩუქრები - ყინულის მოედანი.

07 იანვარი - 12:00 საათი საშობაო მსვლელობა "ალილო"გაიმართება საშობაო მსვლელობა "ალილო" ბავშვთა ფოლკლორულ ანსამბლ "ნაი-ნაის" მონაწილეობით. მსვლელობისას შეგროვებული ნუგბარი გადაეცემათ "დღის ცენტრების" და წყალწითელას მოხუცთა თავშესაფარის ბენეფიციარებს მსვლელობა დაიწყება მერიის შენობიდან.

08 იანვარი - 17:00 საათი - კლასიკური მუსიკის საღამოსიმფონიური ორკესტრი შეასრულებს პოპულარულ კინომუსიკას უცხოური ფილმებიდან - ერიო მარიკონე, ნინო როტა, ჩარლი ჩაპლინი და სხვ.მ. - ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი
13 იანვარი - 18:00 საათი - სპექტაკლი მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.



შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია
ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი
სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა
შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა
გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის
მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის
პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და
მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში
გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018
წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და
ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების
მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი
საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან
დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების
მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის
უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.


შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018 წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.

"ბოლო დროს, შახტში ხშირია მარცხი, რომელიც სავალალო შედეგებით მთავრდება, ნახშირმომპოვებელი უბნები, ერთმანეთის მოყოლებით ფეთქდება და იწვის. რისი თქმა მინდა მეგობრებო, ამ წარმოებაში, მოშლილა სისტემა.

ორმა არაპროფესიონალმა ადამიანმა, ერთპიროვნულად ჩაიგდო ხელთ, მართვის სტრუქტურა. გამოცდილ კადრებს, რომლებიც თითზე ჩამოსათვლელი დარჩა ამ წარმოებაში, ( ჩემი პატივისცემა მათ) აღარაფერს ეკითხებიან. წარმოების სადავეები რამოდენიმე ნარკომანს და სოცკისთან დაახლოებული, არაპროფესიონალ კადრებს უჭირავს, რაც იწვევს შახტში, მოხშირებულ მარცხებს. ყველა, მექანიზმი და სატრანსპორტო საშვალება, რომელიც ემსახურება, მშრომელების გადაადგილებას და ნახშირის ტრანსპორტირებას, შახტიდან ზედაპირამდე , თითქმის 100% -ით გამოსულია მწყობრიდან, რაც საფრთხეს უქმნის მეშახტეთა სიცოცხლეს.

ნახშირ მომპოვებელი უბნები, კატასტროფულ მდგომარეობაშია, იქ ადგილზე მომუშავე პერსონალი, ძალიან დიდი რისკის ქვეშაა. არანაირი გადაიარაღება და ახლით ჩანაცვლება არ ხდება, რაც წარმოებას საბოლოოდ მიიყვანს დაკეტვის პირას და 100 ობით ადამიანის უმუშევრად დარჩენას. რისი თქმა მინდა მეგობრებო? ეს წარმოება უბრუნდება, 2018 წლის ნიშნულს, მარცხისა და სიკვდილიანობის მხრივ, როდესაც მოცემულ წლებში, ყოველ სამ თვეში, ათობით ადამიანი, მარცხდებოდა და იღუპებოდა. მაშინ, პირადად მე, ყველა მეშახტემ, ვისთვისაც ღირებილი იყო ადმიანის სიცოცხლე, გული შესტკიოდა წარმოების მომავალზე ხმა ამოვიღეთ და მიზანსაც მივაღწიეთ.

უპირველეს ყოვლისა, წლების განმავლობაში, აღარ ხდებოდა შახტში მარცხი, წარმოებაც შევინახეთ და გადავარჩინეთ. მეამაყება, მაშინდელ წლებში პროტასტის, რომელსაც პირადად მე,100 ობით მეშახტესთან ერთად ვხემძღვანელობდით და შედეგიც დავდეთ, ეს ყველა მეშახტეს კარგად ახსოვს. ამიტომ იყო, რომ წლების შემდგომ, არ მაპატიეს, მეშახტეების გვერჩიდგომა, ყველა მათ არასწორ გადაწყვეტილებაზე ხმის ხმამაღლა ამოღება და სისტემამ, მომიშორა თავიდან. მინდა მივმართო ყველა მეშახტეს! ხმა ამოიღეთ მეგობრებო, ყველა იმ რისკებზე, რაც თქვენ ჯამთელობას და სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, თორემ შემდგომ, ჯვარი დაგწეროთ ღმერთმა გვიანი იქნება", - წერს  შახტის ყოფილი  თანამშრომელი. 

„ქუთაისიპოსტი“ შახტში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საწარმოს ადმინისტრაციის პოზიციის გარკვევას შეეცდება.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.