ახალი ამბები
ქუთაისის მერია მძღოლისა და მერის წარმომადგენლის პოზიციებზე კონკურსს აცხადებს
FaceBook

ქუთაისის მერია მძღოლისა და ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის პოზიციებზე კონკურსს აცხადებს.


საკონკურსო ინფორმაციის მიხედვით, მერის წარმომადგენელმა უნდა უზრურნველყოს მერიაში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მათი გადაჭრის გზების მოძიება. ასევე, უნდა გასცეს მოქალაქეებზე ცნობები და შუამდგომლობები კომპეტენციის ფარგლებში და შეასრულოს მერის ცალკეული დავალებები. მერის წარმომადგენლის პოზიციაზე ორი კონკურსანტი უნდა შეირჩეს, რომელთა თანამდებობრივი სარგო 950 ლარი იქნება.

750 ლარიანი ხელფასია გათვალისწინებული მძღოლის შტატზე, სადაც მერია კონკურსის გზით ერთ მძღოლს შეარჩევს.

კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება. საკონკურსო კომისია ჯერ აპლიკანტების განაცხადებს გადაარჩევს, შემდეგ კი შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართება.

კონკურსში მონაწილეობის ვადა მიმდინარე წლის 20 დეკემბერს იწურება.

ქუთაისის მერიამ, ასევე, კონკურსის გზით უნდა შეარჩიოს სამსახურის უფროსებიც. ამ დროისთვის თანამდებობა 5 სამსახურის უფროსმა დატოვა.

ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ ადგილობრივ თითმმართველობაში რეორგანიზაცია პირველივე სამუშაო დღეს დაანონსა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის
წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე
იწვევენ.
12:08 / 20.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე იწვევენ.
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული
კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.
11:02 / 20.04.2024
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.