ახალი ამბები
"ქალაქის ახლადარჩეული მერი საკრებულოს ემალება" - "ნაციონალი" დეპუტატი გიორგი ჭიღვარიას
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს სხდომა, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, ქალაქის მერი, გიორგი ჭირვარია არ ესწრება. რის გამოც, საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატემა გააკრიტიკეს.
"გულახდილად ვიტყვი, არ მეგონა მურღულიას ქება თუ მომიწევდა, ის აქ მაინც მოდიოდა და ვგებულობდით მაინც რა უნდოდა ქალაქის მერს. ქაალქის ახლადარჩეული მერი საკრებულოს ემალება და მისი ინიციატივები არ შემოქვს. მე მქონდა მასთან კითხვა, საერთოდ რა ხედვები აქვს რეორგანიზაციასთან დაკავშირებით და ამიტომ ჩვენ ასე გაურკვევლად რეორგანიზაციის საკითხს მხარს ვერ დავუჭერთ", - განაცხადა საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის წევრმა", - გია უკლებამ.

ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ქალაქის მერისგან რეორგანიზაციის საჭიროების ახსნას მოითხოვენ.

"მიზანი მინდა გავიგო რეორგანიზაციის და ვუსვამ ქალაქის მერ შეკიხვას რომ აგვიხსნას რეორგანიზაციის საჭიროება", - განაცხადა საკრებულოს სხდომაზე გიორგი უკლებამ.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს პასუხი ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნიკა ლატარიამ გასცა.

" ყველა კითხვაზე ექნება პასუხი ჩვენს გუნდს და საზოგადოებას. მოვიდა ახალი მერი და რეორგანიზაცია დაგეგმა, მოვა თვითონ და ყველა თქვენს კითხვაზე გასცემს პასუხს, მშვიდად იყავით არ არის საჭირო ტემპერატურის აწევა," - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკა ლატარიამ.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში სტრუქტურული რეორგანიზაციის პროცესის დაწყების თაობაზე ქუთაისის მერიისთვის თანხმობის მიცემის შესახებ საკითხი საკრებულომ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.

ქუთაისის საკრებულოს ახალი შემადგენლობის რიგით მეორე სხდომაზე, საკრებულოს კომისიის შემადგელობა უნდა დაამტკიცონ.

გიორგი ჭიღვარია უფლებამოსილების  განხორციელების შესრულებას დღეს შეუდგა. გიორგი ჭიღვარიამ მერიაში რეორგანზიაცია უკვე დაანონსა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ
პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
16:59 / 13.03.2026
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის
მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და
პროკურატურას მიმართავენ.
16:25 / 13.03.2026
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და პროკურატურას მიმართავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.