ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე - ტელევიზორი საკრებულომ მაჩუქა
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, ამირან ხვადაგიანის განმარტებით, თვითმმართველობამ ტელევიზორი საქმის კეთილსინდისიერად შესრულების გამო აჩუქა.
მისი თქმით, ტელევიზორი საკრებულოს თავმჯდომარის პოსტის დატოვების შემდეგ აჩუქეს.
"ვადასტურებ, ნამდვილად მაჩუქა საკრებულომ ტელევიზორი საქმის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის", - განმარტვს "ქუთაისიპოსტთან" საუბარში ამირან ხვადაგიანი.
ქუთაისის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ ამირან ხვადაგიანმა 2013 წლის 27 თებერვლის ბრძანებით, წახალისების მიზნით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხა ტელევიზორის შესაძენად მიიღო - აღნიშნულია "საერთაშორისო გამჭვირავლობა-საქართველოს" კვლევაში, რომელიც 2012-2014 წლებში თვითმმართველობებში გაცემულ პრემიებსა და დანამატებს ეხება.
აღნიშნული კვლევის მიხედვით, ხვადაგიანმა ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტის წარმომადგენლობითი ხარჯების მუხლიდან 1 386 ლარი, 1 299 ლარად შეფასებული ტელევიზორისა (LED SAMSUNG UE40EH6030W) და 87 ლარის ღირებულების ტელევიზორის საკიდის შესაძენად მიიღო.
ამირან ხვადაგინი ქუთაისის საკრებულოს ორგზის მოწვევის თავმჯდომარე იყო. (2006- 2013 წლები). ხვადაგიანმა ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე 2013 წლის თებერვლაში დატოვა. ამ დროისთვის, ამირან  ხვადაგიანი ქუთაისის ბოტანიკური ბაღის დირექტორია.
აღსანიშნავია, რომ ქუთისის სარეკბულოს ყოფილ თავმჯდომარის, ამირან ხვადაგიანის მიერ 7 წლის განმავლობაში (2007-2013 წლები) მიღებულმა პრემიამ 61 560 ლარი შეადგინა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
12:50 / 19.07.2024
"ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი ქუთაისში გააპროტესტეს.
იმერეთის პოლიციის დეპარტამენტისა და ზესტაფონის საქალაქო
სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთი პირი დააკავეს. 
12:32 / 19.07.2024
იმერეთის პოლიციის დეპარტამენტისა და ზესტაფონის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთი პირი დააკავეს. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.