ახალი ამბები
საბურავებით მონიშნული ორმო ქუთაისში (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში, ნინოშვილის ქუჩის სავალ ნაწილზე გზაზე ორმო ადგილობრივებმა ძველი საბურავებით მონიშნეს.

მათი თქმით, ამ ფორმით გზის დაზიანებული ნაწილი უფრო ხილულია ავტომობილებით მოსარგებლეებისთვის.

"ამ ორმოში სულ ცვივდებოდა და ფუჭდებოდა მანქანები, ამიტომ გადავწყვიტეთ  საბურავები ჩაგვედო ორმოში. იქნებ ასე მერიამაც შენიშნოს რომ გზა გასაკეთებელია," - ამბობს ნინოშვილის ქუჩაზე მცხოვრები თენგო სულუხია.

ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში ამბობენ, რომ ნინოშვილის ქუჩაზე დაზიანებული გზის მონაკვეთის პრობლემა მათთვის ნაცნობია, თუმცა,  მისი მოწესრიგება გარკვეული მიზეზების გამო არ ხდება.

"ამ ქუჩაზე10 ნოემბრიდან  წყლის  მილის სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა დაიწყოს, რაც იმას ნიშნავს რომ გზა კიდევ გაიჭრება. ამიტომაც არ ხდება გზის ორმოული შეკეთება," - ამბობს  მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი, მალხაზ ბასილაძე.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ნინოშვილის ქუჩაზე, წყლის სამუშაოების დასრულებისთანავე გზის ორმოული შეკეთება მოხდება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო
სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ
სამუშაოებს ასახელებს.
14:19 / 30.10.2026

ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ სამუშაოებს ასახელებს.

ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ამბობს, რომ
ქალაქში ვანდალიზმის შემთხვევების გახშირების გამო მუნიციპალიტეტი
მთელ ქალაქს სათვალთვალო კამერებით ვერ აღჭურვავს.
13:34 / 30.10.2026
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ამბობს, რომ ქალაქში ვანდალიზმის შემთხვევების გახშირების გამო მუნიციპალიტეტი მთელ ქალაქს სათვალთვალო კამერებით ვერ აღჭურვავს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.