ახალი ამბები
საოლქო კომისიამ ქუთაისის საკრებულოს ახალ შემადგენლობას მანდატები გადასცა
FaceBook
ქუთაისის 59-ე საოქლო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ავთანდილ ოსეფაიშვილმა საკრებულოს ახლადარჩეულ დეპუტატებს მანდატები გადასცა. დეპუტატის მოწმობის გადაცემას უმრავლესობის ყველა წევრი დაესწრო. მანდატების გადაცემაზე არ მივიდა "ნაციონალური მოძრაობის" ორი დეპუტატი, გია უკლება და ვალერი კლდიაშვილი. ასევე, "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი, ნანა ქუმელაშვილი, რომელიც არჩევნების შედეგების მიხედვით, საკრებულოში  მოხვდა, თუმცა, შიდა პარტიული წესის გამო, წარმომადგენლობით ორგანოში  სხვა წევრი, მერაბ მეშველიანი შევა.

"ჩვენ გამოგვიცხადა ნდობა ქუთაისელებმა და გავამართლებთ ამ ნდობას, რისთვისაც ვიმუშავებთ 24 საათიან რეჟიმში",  - განმარტა საკრებულოს ახლად არჩეულმა უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა ნიკოლოზ ლატარიამ. 

თავის მხრივ,  გამოცხადებული ნდობის  გამართლების პირობა დადეს ოპოზიციონერმა დეპუტატმაც.

"ვიქნებით აქტიურები და  განვახორციელებთ ზედამხედველობას ყველა იმ პროცესზე, რაც იქნება საკრებულოში", - ამბობს მეექვსე მოწვევის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი, ბესიკ ბრეგაძე. 

საქართველოს მასშტაბით, ახალი მოწვევის საკრებულოებში პირველი სხდომა, ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებისგან 30-ე დღეს გაიმართება.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
17:01 / 18.02.2026
"რაც უფრო მაღალია ქვეყნის კეთილდღეობის დონე, მით მეტად მძიმდება დემოგრაფიული ტენდენციები", - ამაზე "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლის დროს ისაუბრა.
სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზა გადახედვას და განახლებას საჭიროებს.
14:47 / 18.02.2026
სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზა გადახედვას და განახლებას საჭიროებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.