ახალი ამბები
ტყიბულის შახტაში მოპოვების სამუშაოები განახლდა
FaceBook
ტყიბულის შახტში, სადაც სამთო მასის ჩამოშლას დასაქმებულის სიცოცხლე შეეწირა, მოპოვებითი სამუშაოები განახლდა. 

აღნიშნულთან დაკავშირებით "ქუთაისიპოსტს" საქნახშირის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.

"შემთხვევის ადგილზე სამუშაოები იმ მიზეზით შეწყდა, რომ ჯანდაცვის და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ შემოწმებაზე. მას შემდეგ სამუშაოები განახლა, და უწყებიდან ველოდებით რეკომენდაციებს, რომლის გათვალისწინებაც მოხდება," - ამობს საქნახშირის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ნათია ბანძელაძე.

ტყიბულის შახტში შემთხვევის ადგილზე 28 სექტემბერს ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. სწორედ, მათი გადაწყვეტილებით, ადგილზე მოპოვებითი სამუშაოები შეწყდა, რადგან სამთო მასის ჩამოშლა მიმდინარეობს.


ტყიბულში, შახტაში სამთო მასის ჩამოშლის შედეგად მიმდინარე წლის 27 სექტემბერს დასაქმებულის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შემთხვევის ადგილზე იმავე დღეს მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

ტყიბულის შახტაში გარდაცვლილი დავით ფორჩხიძის ოჯახის წევრებს დეტალური ინფორმაცია არ აქვთ, რა მოხდა 27 ოქტომბერს. მათი თქმით, ის ცხრა წლის განმავლობაში მუშაობდა ადგილზე და წამყვანი სპეციალისტი იყო.

ოჯახის წევრები უსაფრთხოების ნომრმების შესაძლო დარღვევაზე საუბრობენ და განმარტავენ, რომ ადგილზე ტექნიკა მწყობრიდან არის გამოსული, შესაბამისად, მათივე თქმით, დაზღვეული არავინ არის.


ამავე თემაზე:

ტყიბულის შახტაში გარდაცვლილის ოჯახი დახმარებას ითხოვს

ტყიბულის შახტში შემთხვევის ადგილზე მოპოვების სამუშაოები შეწყდა
Print