ახალი ამბები
1 მარტიდან საქართველოში ნალექიან ამინდებს პროგნოზირებენ
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27-28 თებერვალს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი იქნება.

ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს.

1 მარტის დღის მეორე ნახევრიდან 6 მარტამდე კი დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა 4-6 გრადუსით დაიკლებს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 27-28 თებერვალს და 1 მარტს უნალექო ამინდი იქნება, 2 მარტიდან კი ხანმოკლე წვიმა და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლი 2 მარტიდან 4-6 გრადუსით დაიკლებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის III კვარტალში, საქართველოში
საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან
შედარებით 10.4%-ით (214.9 ლარით) გაიზარდა და 2 271.6 ლარი შეადგინა.
13:34 / 16.12.2025
საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის III კვარტალში, საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.4%-ით (214.9 ლარით) გაიზარდა და 2 271.6 ლარი შეადგინა.
1-ელი იანვრიდან მართვის მოწმობა იმ პირებს აღუდგებათ, რომლებსაც
აღნიშნული უფლება ჩამორთმეული აქვთ ალკოჰოლური სიმთვრალის, შემთხვევის
ადგილის მიტოვების, ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით შეძენის/
მოხმარების გამო, ან ქულები გაუნულდათ.
12:22 / 16.12.2025
1-ელი იანვრიდან მართვის მოწმობა იმ პირებს აღუდგებათ, რომლებსაც აღნიშნული უფლება ჩამორთმეული აქვთ ალკოჰოლური სიმთვრალის, შემთხვევის ადგილის მიტოვების, ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით შეძენის/ მოხმარების გამო, ან ქულები გაუნულდათ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.