ქუთაისში ფალიშვილისა და რუსთაველის გამზირის დამაკავშირებელი
მიწისქვეშა გადასასვლელი ღამის საათებშიც გაიხსნება. 
  
მერიის ზედამხედველობის სამახურის უფროსის, ზვიად ჯავახიას თქმით, ამ
მოთხოვნით მათ უკვე ორჯერ მიმართეს შპს "გვირაბ 95-ს", რომელიც
მიწისქვეშა გადასასვლელში ვაჭრობის ოპერირებას ახდენს. აღნიშნულის არ
დაკმაყოფილების შემთხვევაში მერია მზადაა სასამართლოს მიმართოს.
"უახლოეს დღეებში გადაწყდება ეს საკითხი. ჩვენ აქტიურად
ვთანამშრომლობთ მოვაჭრეებთან და შსს-თანაც, რომ იქ არსებული ქონება
დაცული იყოს", - ამბობს ზვიად ჯავახია. 
ფალიშვილისა და რუსთაველის
გამზირის დამაკავშირებელი მიწისქვეშა გადასასვლელი დღემდე
საღამოს 20:00 საათის შემდეგ იკეტება. 
  
			
 
			
მასალის გამოყენების პირობები