ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე არსებულ კოლხურ შადრევანზე წარწერა
გაჩნდა -  "ბანაობა აკრძალულია".
  
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ წარწერა მათ არ გაუკრავთ. "როგორც
ჩანს რომელიმე მოქალაქემ იხუმრა"  - აღნიშნეს მერიაში.
მოქალქეების აზრით, შადრევანში ბანაობა მართლაც არ არის სასურველი და
არც თუ უსაფრთხო. ამბობენ, რომ  იქ გაგრილების მსურველები აქამდე
არ შეუმჩნევიათ, ამიტომ მათთვის გაუგებარია გაფრთხილების შინაარსი.
  
			
 
			
მასალის გამოყენების პირობები