ახალი ამბები
ტახტრევანი ბაგრატის ტაძარში (დღის ფოტო)
FaceBook
ამ წუთებში სოციალურ ქსელში ბაგრატის ტაძარში გადაღებული ფოტო ვრცელდება.

მასზე, სავარაუდოდ, საღამოს წირვის პროცესია აღბეჭდილი, სადაც ტაძრის ამბიონზე, 6 კიბით მაღლა დაბრძანებულ სავარძელში ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე ზის.

კიბეზე წითელი ხალიჩა და არწივია დასვენებული, მღვდელმთავარი კი თავის სამწყსოს მაღლიდან გადმოყურებს.

საერთოდ, მსოფლიო მართლმადიდებლურ ეკლესიებში საპატრიარქო ტახტი შემაღლებულ ადგილასაა დასვენებული, ასეა ეს სამებისა და სიონის ტაძრებში, თუმცა ეს შემაღლება თითქმის არ აჭარბებს ორ საფეხურს.

ალბათ, ამიტომაც გამოიწვია 6-საფეხურიანმა სიმაღლემ ასეთი ფართო მსჯელობა სოციალურ ქსელში და ირიბად ბოლო დროს ატეხილ მონარქიულ წყობილებაზე გაკეთდა ხაზგასმა.

მიტროპოლიტის სავარძელზე დაბლაა დასვენებული ღვთისმშობლისა და მაცხოვრის, სხვა წმინდანთა ხატები.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, 19 დეკემბერს, საჯარო მოხელის დღისადმი მიძღვნილი
ღონისძიება გაიმართება, რომლის ორგანიზებისთვისაც მერია ტენდერს
[NAT250021396] აცხადებს.
10:50 / 28.11.2025
ქუთაისში, 19 დეკემბერს, საჯარო მოხელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება, რომლის ორგანიზებისთვისაც მერია ტენდერს [NAT250021396] აცხადებს.
ქუთაისის მერიამ, ქალაქში, საახალწლო დეკორაციების მონტაჟი
დაიწყო.
10:00 / 28.11.2025

ქუთაისის მერიამ, ქალაქში, საახალწლო დეკორაციების მონტაჟი დაიწყო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.