ფოტო
ქუთაისის ცენტრში ორსართულიან ტაძარს მალე გუმბათს დაადგამენ (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე მშენებარე ორსართულიანი ტაძრის ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.
უკვე მოწყობილია ტაძრის მიწისქვეშა სართული, ამოყვანილია მეორე სართულის კედლებიც. რამდენიმე დღეში კი გუმბათის გაკეთება დაიწყება.

საქმის მწარმოებლის ნიკო კუჭუხიძის თქმით, რკინა-ბეტონის სამუშაოები 3-4 თვეში დასრულდება. საბოლოო სახეს კი  ტაძარი 2- 3 წელში მიიღებს.

ცენტრალურ მოედანზე ორსართულიანი ტაძრის მშენებლობა გასული წლის ბოლოს დაიწყო. პროექტის მიხედვით,  მიწისქვეშა სართულზე, რომელიც ბაგრატ მესამეს სახელზე შენდება, ბაზილიკური სტილის დამოუკიდებელი ტაძარი იქნება. ხოლო, მეორე სართული დავით აღმაშენებლის სახელობის  ჯვარგუმბათოვანი ნაგებობა იქნება.









ცენტრალური მოედანზე, "მაკდონალდსის" უკან, 740 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ქუთაის-გაენათის ეპარქიას ეკონომიკის სამინისტრომ უსასყიდლოდ გადასცა.

ორსართულიანი ტაძრის აშენების იდეა ქუთაის-გაენათის ეპარქიის წინამძღოლს, მეუფე კალისტრატეს ეკუთვნის.

ტაძრის მშენებლობას საზოგადოების ნაწილი ეწინააღმდეგებოდა. მათი აზრით, ცენტრალურ მოედანზე, განსაკუთრებით კი "მაკდონალდსის" უკან, მისი აშენების საჭიროება არ იყო.


ამავე თემაზე:


ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ტაძრის მშენებლობა აგვისტოში იწყება


ქუთაისის ცენტრში ტაძრის მშენებლობის პროექტი საპატრიარქომ დაამტკიცა

რეკომენდაციები ქუთაისის ცენტრში ტაძრის მშენებლობის პროექტზე, რომელიც საპატრიარქომ დაამტკიცა

მეუფე კალისტრატემ ქალაქის ცენტრში, ის ადგილი აკურთხა, სადაც ეკლესია აშენდება (ვიდეო)


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში ე.წ.კეჩის ბაზრობაზე თანაშრომლებსააც და მომხმარებელს
ნახატებისა და ქანდაკებების გარემოცვაში უწევთ ურთიერთობა. 
14:17 / 10.06.2022
ქუთაისში ე.წ.კეჩის ბაზრობაზე თანაშრომლებსააც და მომხმარებელს ნახატებისა და ქანდაკებების გარემოცვაში უწევთ ურთიერთობა. 
პანდემიის გამო, ორწლიანი პაუზის შემდეგ,
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა  ქუთაისში, ისევე,
როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ღონისძიებით
მიმდინარეობს.
15:49 / 26.05.2022
პანდემიის გამო, ორწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა  ქუთაისში, ისევე, როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ღონისძიებით მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.