რეგიონი
ტყიბულში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
FaceBook
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბა ძველში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ცეცხლი ცხოველის სადგომში გაჩნდა და საცხოვრებელს გადაედო. გვენეტაძეები ამბობენ, რომ სახანძრომ საათნახევარი დააგვიანა, მანქანები კი გაუმართავი იყო, რის გამოც დამატებით ბრიგადა ქუთაისიდან გამოიძახეს.

დაბა ძველის მცხოვრებლების თქმით, სახანძრო რომ დროულად მოსულიყო, სახლის გადარჩენა მოხერხდებოდა. ოჯახი ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ სახანძრო ბრიგადები ადგილზე 25 წუთში მივიდნენ. მანქანები ტექნიკურად გამართულია,ხანძრის ჩასაქრობად კი ბრიგადები თერჯოლიდან,ზესტაფოიდან და ქუთაისიდანაც გამოიძახეს.
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები






11 იანვარს, ვანში, რესტორან
17:40 / 12.01.2019
11 იანვარს, ვანში, რესტორან "მასპინძელოში" მომხდარ ინციდენტზე ვანელებს საუბარი უჭირთ.






სხვა დროს ჩვეულებრივ ცარიელი და ბნელი დასახლება – ზღაპრულ სოფლად
ბავშვებმა აქციეს. 
13:09 / 10.01.2019
სხვა დროს ჩვეულებრივ ცარიელი და ბნელი დასახლება – ზღაპრულ სოფლად ბავშვებმა აქციეს.