ახალი ამბები
ქუთაისის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის წინააღმდეგ ცესკოში საჩივარი შევიდა
FaceBook
არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანმა არჩევნები" ცესკოს,   ქუთაისის მერიის იურიდიული განყოფილების უფროსის, ირაკლი გიორგაძისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას სთხოვს. ამის შესახებ ორგანიზაციის კვლავაში არის ნათქვამი.
"ქუთაისის მერიის იურიდიული განყოფილების უფროსი, ირაკლი გიორგაძე, სამუშაო საათებში, ფეისბუქის პირად გვერდზე 9 სისტემატურად აქვეყნებს პ / გ "ქართული ოცნება - დემოკრატიული" საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატების შეხვედრებს. ფაქტთან დაკავშირებით, "სამართლიანმა არჩევნებმა" საარჩევნო ადმინისტრაციას მიმართა და ირაკლი გიორგაძისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება მოითხოვა", - ნათქვამია კვლევაში.




ირაკლი გიორგაძე აცხადებს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიაში მის წინააღმდეგ საჩივარი ნამდვილად შევიდა. 

"რასაც გადაწყვიტავს კომისია იმის მიხედვით გავაკეთებ კომენტარს",  -  ამბობს ჩევნთან საუბარში ქუთაისის მერიის იურიდიული განყოფილების უფროსი, ირაკლი გიორგაძე.

"კანონდებლობიდან გამომდინარე, კომისიის თავმჯდომარე იმსჯელებს ამ საკითხთან დაკავშირებით. მოიკვლევს შესაბამისად ინფორმაციას და გამოსცემს ადმინიტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს", - განმარტავს ცესკოს პრეს-სპიკერი, ანა მიქელაძე.

ქუთაისის #59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ ამოდროისთვის ჩანიშნული არ არის თუ როდის განიხილავენ გიორგაძის წინააღმდეგ შესულ საჩივარს.   

29 სექტემბერს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი  2017 წლის 5-დან 25 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

საანგარიშო პერიოდში საარჩევნო კამპანია შესამჩნევად გააქტიურდა. "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლები საარჩევნო სუბიექტების მიერ გამართულ 252 საჯარო შეხვედრას დააკვირდნენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ზუგდიდში,  21
ოქტომბერს 
14:24 / 22.10.2020
პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ზუგდიდში,  21 ოქტომბერს  "საქართველოს ბანკზე" მომხდარი თავდასხმის მსხვერპლის გარეშე დასრულება,
ქუთაისში ბინების გადანაწილების პროცესს დევნილები აპროტესტებენ.
13:34 / 22.10.2020
ქუთაისში ბინების გადანაწილების პროცესს დევნილები აპროტესტებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.