ახალი ამბები
ქუთაისში "მწერალთა სახლის" ახალ შენობას ააშენებენ
FaceBook
ქუთაისში, გრიშაშვილის ქუჩაზე მწერლებისა და ხელოვანი ადამიანებისთვის ახალი შენობა აშენდება.

მას დეველოპერული კომპანია m2 ააშენებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ "მწერალთა სახლის" ახალი შენობა 350 კვ.მ-ზე განთავსდება და სამსართულიანი იქნება.

როგორც m2-ში ამბობენ, ნაგებობა აღჭურვილი იქნება თანამედროვე ლიფტით, დარბაზით და კაბინეტებით.

მათივე ინფორმაციით, შენობას შეუნარჩუნდება გრიშაშვილის ქუჩის მხრიდან სკვერი და დამოუკიდებელი შესასვლელი ექნება.

ქუთაისში მწერალთა სახლის შენობა მიმდინარე წლის 24 მაისს გამოცხადებულ აუქციონზე გაიყიდა.

პირობების თანახმად, აუქციონზე გამარჯვებულს "მწერალთა სახლის" შენობის ნაწილის (350 კვმ.) მწერლებისთვის და ხელოვანი ადამიანებისთვის გარემონტება ევალება, რომელიც შემდეგ ქუთაისის მერიას დაუბრუნდება.

დანარჩენ 2250 კვ.მ - ზე კომპანია m2 ოთხვარსკვლავიან სასტუმრო "რამადას" მშენებლობას იწყებს, რომელიც 2 წელიწადში დასრულდება.

სასტუმრო "რამადასა" და "მწერალთა სახლის" გარდა, კომპანია m2 ქუთაისში, გაპონოვის ქუჩა #5-ში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას გეგმავს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.