ახალი ამბები
"ოცნება" ჩვენს ხმებს ვეღარ მიიღებს - ქუთაისში მოსახლეობა იმუქრება (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში დ. მჭედლიძის ქუჩაზე მცხოვრებლები ადგილობრივი თვითმმართველობიდან გადაუდებელ ყურადღებას ითხოვენ.

ადგილობრივების თქმით,  ქუჩაზე არსებული ამორტიზებული გზა სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს.






ქუთაისში, დ. მჭედლიძის ქუჩაზე მცხოვრებლები აცხადებენ, რომ დაზიანებული გზის საფარის გამო მოსახლეობას კუთვნილი ავტომობილები ყოველდღიურად უფუჭდებათ.

"დაგვემტვრა მანქანები, დღე არ გავა რომ ვინმეს ან "პერედოკი" არ ჩამოუვარდეს, ან საბურავი არ გაუფუჭდეს, ასე გაგრძელება უკვე შეუძლებელია," - ამბობენ მჭედლიძის ქუჩაზე მცხოვრებლები.

მათივე ინფორმაციით, ამორტიზებულ გზაზე ავტომობილი ათამდე  ადამიანს  გაუფუჭდა.

უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც დაზიანებულ გზაზე მანქანა გაფუჭდა,  დღეს დაფიქსირდა.





ადგილობრივები განმარტავენ, რომ აუცილებელია პრობლემის მოგვარებაში მერია ჩაერიოს და მიიღოს გადამჭრელი ზომები.

"მსგავსი გზა უკანასკნელ სოფელშიც აღარ არის. ასე თუ გაარძელებენ ჩვენს უყურადღებობას, "ოცნება" ამ ქუჩიდან ხმებს ვეღარ მიიღებს. აგერ მოდის ბატონო თვითმმართველობის არჩევნები და ანგარიშსაც იქ გავასწორებთ," - იმუქრებიან ადგილობრივები.

როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, დ. მჭედლიძის ქუჩაზე არსებული გზის საფარი მოუწესრიგებელი იქ განხორციელებული წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დარჩა და თვითმმართველობა არაფერ შუაშია.

"ამ გზაზე არსებული პრობლემა ჩვენთვის ნაცნობია, თუმცა ამ შემთხვევაში გზის მოწესრიგება იმ კომპანიას ევალება, რომელმაც წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა. თუმცა ჩვენ, სწორედ ამ ქუჩაზე არსებული მდგომარეობის დროული და სრულყოფილი რეაბილიტაციის მოთხოვნით უკვე მივმართეთ ინფრასტრუქტურის სამინისტროს. მათ უნდა დაავალოს წყლის კომპანიას სწრაფად შეასრულონ გზის საფარის მოწყობის სამუშაოები," - აცხადებენ მერიაში.

მათივე ინფორმაციით, მჭედლიძის ქუჩაზე წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები თურქული კომპანია ესემკა - მ განახორციელა.

როგორც საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის-ცენტრის ხელმძღვანელი, ირაკლი ტურძელაძე "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტავს, მან კომპანიას უკვე დაავალა მჭედლიძის ქუჩაზე არსებული გზის მოწესრიგება.

როგორც კომპანია "ესემკა" - ში განმარტავენ, ისინი მზად არიან ქუჩის რეაბილიტაციისთვის, თუმცა კონკრეტულ ვადებს იქედან გამომდინარე ვერ ასახელებენ,
რომ ამაზე დასტური საზედამხედველო კომპანია "ემპტისა" - დან უნდა მიიღონ.

რა პოზიცია აქვს ვადებთან დაკავშირებით ემპტისას და როდის გასცემს ის უფლებას რომ ესემკა- მ მჭედლიძის ქუჩაზე ამორტიზებული ქუჩა მოაწესრიგოს, ამაზე პასუხის მისაღებად "ქუთაისიპოსტი" ინფორმაციას მალე მოგაწვდით.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.