ახალი ამბები
"დაგვიბრუნეთ სკვერი" - ქუთაისში ნაძვის ხის მოჭრის ფაქტს აპროტესტებენ
FaceBook
ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრებლები ნახევარსაუკუნოვანი ნაძვის ხის მოჭრის ფაქტს აპროტესტებენ.

"უჟანგბადოდ დაგვტოვეს თავიანთი ბიზნეინტერესების გამო, ეს უკანონობაა და მოვითხოვთ სამართლიანობას, დაგვიბრუნონ ჩვენი სკვერი," - ამბობენ რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრებლები.

მოსახლეობის მსგავსად, სკვერის განადგურების ფაქტს აკრიტიკებს პარტია "თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენლებიც.

პარტიის იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია ამბობს, ეს ფაქტი კრიმინალის ტოლფასია.

"მურღულიამ ტაშისკვრით, რომ მიიღო ქალაქის განვითარების გეგმა,  ვხედავთ სახეზე რა ხდება. ამ ქალაქში როგორც უნდათ ისე იქცევიან, სადაც უნდათ ხეებს ჭრიან და სადაც მოეპრიანებათ აშენებენ, ეს არის ტრაგედია," - ამბობს წულაია.

რუსთაველის # 95 -ში, სადაც 4 სართულიანი მრავალფუნქციური შენობა შენდება, ორი დღის წინ ნახევარსაუკუნოვანი ნაძვის ხე მოჭრეს.

ადგილობრივთა თქმით, სკვერი, ქუთაისის მერიის ააიპ "სპეციალური სერვისების" ხელმძღვანელს, გელა გაგუას ეკუთვნის, თუმცა, ტერიტორია შპს "ალფა +"-ის ხელმძღვანელის, ინდ.მეწარმე, მამუკა ორმოცაძის სახელზე აქვს გადაფორმებული.

რუსთაველის # 95-ში არსებული ტერიტორიის ფლობას არ ადასტურებს ააიპ "სპეციალური სერვისების" ხელმძღვანელი, გელა გაგუა. იგი ასევე უარყოფს ადგილობრივთა ინფორმაციას, კერძო პირის მიერ წარმოებული სამშენებლო სამუშაოებისთვის ქალაქის საკუთრებაში არსებული ტექნიკის გამოყენების შესახებ.

გელა გაგუასთან კავშირს უარყოფს მამუკა ორმოცაძეც, თუმცა, ნაძვის მოჭრის ფაქტს ადასტურებს და ამბობს, რომ მის ნაცვლად ადგილზე საუკეთესო ჯიშის ნაძვის ხეების დარგვას აპირებს.

რუსთაველის #95-ში არსებული სკვერის ჩრდილოეთი ნაწილი, შპს "ალფა +"-სს ქუთაისის მერიამ 2015 წელს, 50 წლიანი იჯარით, აღნაგობის უფლებით, მორიგების შედეგად გადასცა.

მერიასა და ორმოცაძეს შორის დავის საგანს რუსთაველის # 108-ში შეძენილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა, სადაც ორმოცაძე მრავალფუნქციური შენობის მშენებლობას გეგმავდა, თუმცა, მას ამის უფლება ადგილობრივებმა არ მისცეს. 2014 წელს კი ორმოცაძეს ქუთაისის მერიამ მშენებლობის უფლება შეუჩერა და სანაცვლოდ რუსთაველის # 95-ში არსებული სკვერის ჩრდილოეთ ნაწილში 115 კვ.მ. მიწის ნაკვეთში გადაუცვალა.

ისევე, როგორც, რუსთაველის # 108–ში, სკვერში მშენებლობას რუსთაველის # 95-ში მცხოვრებლებიც იმთავითვე შეეწინააღმდეგნენ და სასამართლოში სარჩელი შეიტანეს, თუმცა, დღემდე სხდომის ჩანიშვნას ელოდებიან. მათი თქმით, სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებამდე მშენებლობის შეჩერებაზე უარი თქვა და საქმეს შეგნებულად აჭიანურებს.

ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ შპს "ალფა+"-ის წარმომადგენელს ნაძვის მოჭრა აკრძალული ჰქონდა და ამის გამო მას ადგილობრივი ხელისუფლება დააჯარიმებს.

თუმცა კონკრეტულად რა ღონისძიებებს გაატარებენ, როგორც ქუთაისის მერიის პრესსამსახურში განმარტავენ, ამაზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.
ამავე თემაზე:

მშენებლობას შეწირული ნახევარსაუკუნოვანი ნაძვი (ვიდეო)

ქუთაისის მერიამ სკვერი გაყიდულ მიწის ნაკვეთში გაცვალა - რაზე მოურიგდა ხელისუფლება კერძო მესაკუთრეს
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის
წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე
იწვევენ.
12:08 / 20.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე იწვევენ.
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული
კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.
11:02 / 20.04.2024
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.