ახალი ამბები
ქუთაისში მცხოვრებმა ქალმა ყოფილი ქმრის დასჯის მოთხოვნით პროკურატურასთან აქცია გამართა
FaceBook
"დაისაჯონ დამნაშავეები" - ამ მოთხოვნით ქუთაისში მცხოვრებმა 50 წლამდე ასაკის ქალმა პროკურატურასთან აქცია გამართა. 

ის ყოფილი მეუღლის მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს და პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დამნაშავის დასჯისკენ მოუწოდებს.

მისი დღევანდელი მოთხოვნა მთავარ პროკურორთან შეხვედრა იყო. თუმცა როგორც მას ადგილზე განუმარტეს, პროკურორი ამჟამად ადგილზე არ იმყოფება. 

მ.ა გვიყვება, რომ საქმის გამომძიებელთან შეხვედრა არაერთხელ სცადა, თუმცა უშედეგოდ. 

"საწყალ ქალს მჩაგრავენ და კრიმინალებს მფარველობენ, შვიდჯერ ნასამართლევ კაცს კიდევ მსუბუქი მუხლი ამოუწერეს", - ამბობს მ.ა ჩვენთან საუბარში. 

ის პროკურატურასა და პოლიციას უნდობლობას უცხადებს და ყოფილ მეუღლესთან ერთად ძალადობასა და დამნაშავის მფარველობაში ბრალს მეზობელსაც დებს. 

ქუთაისიპოსტი შეეცადა გაერკვია შინაგან საქმეთა სამინისტროში არის თუ არა პირზე საქმე აღძრული ძალადობის საქმეზე, შესაბამისი ინფორმაცია წერილობით გამოვითხოვეთ.

"თქვენთვის საჭირო ინფორაციის მიღება შესაძლებელი იქნება პერსონალურ მონაცემთა სუბიექტის თანხმობის ან პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კონკრეტული, კანონით გათვალისწინებული, სამართლებივი საფუძვლის ან მიზნის წარმოდგენის შემთხვევაში", - ნათქვამია უწყებიდან გამოგზავნილ წერილში.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში არსებულ მუხნარის
ტყე-პარკში ,,ახალგაზრდული მუსიკის ფესტივალი
12:11 / 20.08.2025
ქუთაისში არსებულ მუხნარის ტყე-პარკში ,,ახალგაზრდული მუსიკის ფესტივალი"-ს ორგანიზებისთვის ქუთაისის მერია ტენდერს ( NAT250015047) აცხადებს.


შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 58`000 ლარია.

ფესტივალი გაიმართება 13-14 სექტემბერს.

ტექნიკური დოკუმენტაციის თანახმად ფესტივალზე წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი მუსიკალური ჟანრები:

Ibiza House Classics
Trance Anthems 
Dance & Disco Classics
დამატებით დასაშვებია: Deep House და Chillout Grooves



ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით კონცერტების ხანგრძლივობა თითოეულ დღეს არანაკლებ 180 წუთი.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის
სოფელ ქვეშის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი
მოქალაქე.
15:44 / 19.08.2025
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.