ახალი ამბები
ქუთაისში ე.წ კეჩის ბაზრობაზე გარემოვაჭრეების დახლების დემონტაჟი მიმდინარეობს
FaceBook
ამ წუთებში ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე ე.წ კეჩის ბაზრობაზე გარემოვაჭრეების დახლების დემონტაჟი მიმდინარეობს. დახლების დემონტაჟს მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები ახორციელებენ. პროცესს ადგილზე ხელმძღვანელობენ ზედამხედველობის განყოფილების უფროსი, მურად იობიძე და მისი მოადგილე, ზურაბ დიდბარიძე.

მაგიდების  დემონტაჟი საღამოს 20:30 საათზე დაიწყო. 

მურად იობიძის თქმით, გარემოვაჭრეები აღნიშნულის შესახებ წინასწარ იყვნენ გაფრთხილებულები.

"3 დღით ადრე გავაფრთხილეთ ყველა. დღესაც ჩამოვუარეთ. მთელი ჭავჭავაძე გათავისუფლდება",–ამბობს, მურად იობიძე ქუთაისიპოსტთან საუბარში.

მისივე თქმით, საღამოს საათებში დემონტაჟი იმ მოტივით დაიწყო, რომ დღის განმავლობაში ადგილზე გადატვირთული მოძრაობაა, რაც პროცესს ხელს შეუშლიდა.

მურად იობიძის განცხადებით, ხვალ დილიდან, ჭავჭავაძის გამზირზე საპატრულო პოლიციისა და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები იმორიგევებენ, რათა,  კვლავ არ მოხდეს გარევაჭრობის განახლება.

ამ წუთებში, გარემოვაჭრეთა დახლები დასუფთავების მანქანებით ტერიტორიიდან გააქვთ.  







Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
17:01 / 18.02.2026
"რაც უფრო მაღალია ქვეყნის კეთილდღეობის დონე, მით მეტად მძიმდება დემოგრაფიული ტენდენციები", - ამაზე "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლის დროს ისაუბრა.
სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზა გადახედვას და განახლებას საჭიროებს.
14:47 / 18.02.2026
სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზა გადახედვას და განახლებას საჭიროებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.