ახალი ამბები
ქუთაისში ტრანსპორტზე ფასის მომატებაზე სასამართლოში სარჩელი შევიდა
FaceBook
"ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელმა და საკრებულოს წევრმა, სამსონ გუგავამ ქუთაისში ტრანსპორტზე ფასების მომატებაზე სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

სასარჩელო განცხადებით პარტია ქუთაისის საკრებულოს იმ დადგენილების შეჩერებას ითხოვს, რომლის მიხედვითაც მგზავრობის ღირებულება მიმდინარე წლის 7 აპრილიდან 10 თეთრით მოიმატებს. ამის შემდეგ საქმის წარმოებას სასარჩელო დავით შეეცდებიან. 

"ეს არის ანტისახალხო გადაწყვეტილება. ამის საჭიროება არ იდგა ქუთაისის რეალობაში. ამიტომ ვაპროტესტებთ საკრებულოს ანტისოციალურ დადგენილებას", - ამბობს სამსონ გუგავა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ "ლეიბორისტი" დეპუტატის სარჩელი მიიღო. ჯერ საქმის ზეპირი მოსმენა, ხოლო შემდეგ განხილვა დაიწყება. 

ქუთაისის საკრებულოში კი განმარტავენ, რომ სასამართლოში გასაჩივრების უფლება, კანონით დაცულია  და შესაბამისად, ამ უფლებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. 

ქუთაისში, მგზავრობის არსებული ტარიფი სატრანსპორტო ხაზებზე დასაქმებულმა მძღოლებმა მიმდინარე წლის 6 მარტს ორდღიანი გაფიცვით გააპროტესტეს და ღირებულების 10 თეთრით გაზრდა მოითხოვეს.

ამავე თემაზე:

ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტის მძღოლები გაიფიცნენ

"ვითხოვთ მხოლოდ ათ თეთრს" - ქუთაისში გაფიცული მძღოლების მოთხოვნები

"არ გვეუბნებიან იმუშავებენ თუ არა"- მგზავრები გაფიცულ მძღოლებზე (ფოტო)

"გაფიცვა არაფერს მოგცემთ" - ვიცე-მერი გაფიცულ მძღოლებს

"დღეს ტრანსპორტი არ იმოძრავებს" - ქუთაისში მძღოლების გაფიცვა გრძელდება

ქუთაისში მეორე დღეა საქალაქო ტრანსპორტის მძღოლები გაფიცულები არიან

შეწყვეტილი გაფიცვა და 10 თეთრით გაძვირებული ტრანსპორტი ქუთაისში

"დაჯარიმება და გაფიცვა არავის უნდა" - გადამზიდი კომპანიები მერიის სანქციებზე
"ველოდებით პროცედურებს" - ქუთაისში, შესაძლოა, საქალაქო ტრანსპორტი 1 აპრილიდან გაძვირდეს
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ
პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
16:59 / 13.03.2026
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის
მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და
პროკურატურას მიმართავენ.
16:25 / 13.03.2026
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და პროკურატურას მიმართავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.