ახალი ამბები
ქუთაისის მერი – ვერც ერთი წელი ვერ შეედრება წლევანდელ წელს
FaceBook
2016 წელს ქუთაისელმა სპორტსმენებმა სხვადასხვა სახეობაში 1106 მედალი მოიპოვეს. მათ შორის, 439 ოქრო, 305 ვერცხლი და 362 ბრინჯაო.


ქალაქის მერის, შოთა მურღულიას თქმით, 2016 წელი ქუთაისისთვის სპორტის სფეროში ყველაზე წარმატებული იყო.

"ვერც ერთი წელი ვერ შეედრება წლევანდელ წელს, თუმცა, ვფიქრობ, რომ პოტენციალი უფრო მეტი გვაქვს და ამას 2017 წელი დაამტკიცებს",–განაცხადა შოთა მურღულიამ.

ქუთაისის მერიის სპორტის განყოფილებამ, ააიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებასთან ერთად, მიმდინარე წელის შედეგები შეაჯამა.

სპორტული წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე 3 წარმატებული გუნდი, 11 სპორტსმენი და 11 მწვრთნელი დააჯილდოვეს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.