ახალი ამბები
ქუთაისის #1 ბაღის ყოფილი ხელმძღვანელის საქმეზე განაჩენი 23 დეკემბერს გამოცხადდება
FaceBook
ქუთაისის # 1 ბაგა–ბაღის ყოფილი ხელმძღვანელის, ზაალ ხონელიძის სასამართლო დავა, ააიპ ბაღების გაერთიანებასთან, რამდენიმე დღეში დასრულდება.
სააპელაციო სასამართლოში პროცესი, სადაც გადაწყვეტილება უნდა გამოცხადდეს აღდგება თუ არა ყოფილი თანამშრომელი სამსახურში, მიმდინარე წლის 23 დეკემბერსაა ჩანიშნული.

ზაალ ხონელიძე სააპელაციო სარჩელში სამსახურში დაბრუნებას და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს.

საარჩელის ეს ნაწილი უკვე დააკმაყოფილა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ და ბათილად ცნო სამსახურიდან მისი გათავისუფლება. ააიპ გაერთიანებას კი ყოფილი თანამშრომლის სამსახურში აღდგენა დაევალა, თუმცა, იმის გამო, რომ ამ დროისთვის უკვე ამოწურული იყო ხონელიძესა და გაერთიანებასთან გაფორმებული ხელშეკრულების ვადა, ხონელიძე პოსტზე ვერ დაბრუნდა.

ზაალ ხონელიძემ ააიპ გაერთიანების # 1 ბაღში მუშაობა 2011 წლიდან უვადო ხელშეკრულების საფუძველზე დაიწყო. თუმცა, გასულ წელს, გაერთიანების ფილიალებში გამოცხადებული რეორგანიზაციის გამო, მას მხოლოდ ერთწლიანი ხელშეკრულება გაუფორმდა, რომელსაც ვადა მიმდინარე წლის 1 სექტემბერს ამოეწურა.

ზაალ ხონელიძე ამბობს, რომ სასამართლომ ახლა ის უნდა დაადგინოს, კანონიერი იყო თუ არა მისთვის ერთწლიანი ხელშეკრულების გაფორმება.

ზაალ ხონელიძე ბაგა–ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციამ თანამდებობიდან გასული წლის 11 დეკემბერს, 186 თანამშრომელთან ერთად, ერთდღიანი გაფიცვის შემდეგ გაათავისუფლა.

ქუთაისის სკოლამდელი აღზდის დაწესებულების ფილიალების გათავისუფლებული ხელმძღვანელების საქმეს არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" იკვლევდა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.