ახალი ამბები
ქუთაისში მოსწავლის გატაცების მცდელობაზე შსს–ში შეტყობინება შევიდა – "სიცრუის ტირაჟირებაა"
FaceBook
ქუთაისში, # 2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლები, პირველი კლასელის გატაცების მცდელობაზე საუბრობენ.
მათ თქმით, რადენიმე დღის წინ სკოლის ეზოში ერთ–ერთ პირველკლასელს უცნობი მამაკაცი გაყოლას სთხოვდა.

"ვიღაც წვერებიან კაცს უთქვამს მამაშენის მეგობარი ვარ და წამოდი წაგიყვანო. ბავშვს შეშინებია და გამოქცეულა სკოლაში", – ამბობს ერთ–ერთი მშობელი.

"ძალიან შევშინდი, ბოლო დღეებში იმდენად ხშირად მესმის მსგავსი ინფორმაცია. უკვე ბავშვის ქუჩაში გამოშვება მეშინია," – აღნიშნავს მესამეკლასელი მოსწავლის დედა.

მშობლების განმარტებით, #2 სკოლაში, ეზოს მხრიდან სათვალთვალო კამერებია დამონტაჟბეული და ფაქტის გადამოწმება მარტივად შეიძლება.

ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, ორი დღის წინ, გვიან ღამით სკოლის ეზოში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ. სკოლის დირექტორი აცხადებს, რომ აღნიშნულზე ინფორმაცია არ აქვს, თუცა, პოლიციელთა სკოლაში ყოფნის ფაქტს ადასტურებენ შსს–ში. 

ქუთაისის # 2 საჯარო სკოლის დირექტორმა, მურად ჯიშკარიანმა, თავდაპირველად მომხდართან დაკავშირებით კომენტარზე უარი განაცხადა და მიზეზად მოუცლელობა დაასახალა.

მოგვიანებით კი, დაცვის თანამშრომლებმა განმარტეს, რომ მან შენობა დატოვა, თუმცა რამდენიმე წუთში გაირკვა, რომ ის კაბინეტში იმყოფებოდა.

მურად ჯიშკარიანი ამბობს, რომ მას მომხდარის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

"კამერები არის ეზოში და მუშა მდგომარეობაშია, თუმცა, მე არაფერი გამიგია და რატომ უნდა გადამემოწმებია? არც მშობლებს უთქვამთ მსგავი რამ ჩემთვის. ახლა უკვე დავინტერესდები", – ამბობს მურად ჯიშკარიანი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ქუთაისიპოსტს განუცხადეს, რომ მეორე საჯარო სკოლიდან მოსწავლის გატაცების მცდელობაზე უწყებაში შეტყობინება შევიდა, რის საფუძველზეც საპარტულო პოლიციამ სკოლაში მოკვლევა განახორციელა. შსს–ში არ აკონკრეტებენ თუ საიდან შევიდა შეტყობინება. 

"პირველკლასელი მოსწავლის თქმით, ეზოში იყო ვიღაც მამაკაცი. ბავშვი ვერ აღწერს ამ მამაკაცს. პოლიციის მიერ შემოწებულია ყველა სათვალთვალო კამერა, თუმცა სკოლის ტერიოტრიაზე უცხო მამაკაცი არ ფიქსირდება. ვაცხადებთ, რომ ეს არის სიცრუის ტირაჟირება და მსგავსი არც ერთი ფაქტი არ მომხდარა იმერეთის რეგიონში," – განმარტავენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ქუთაისიპოსტი თემასთან დაკავშირებით მოკვლევას აგრძელებს, დამატებით ინფორმაციას უახლოეს პერიოდში მოგაწოდებთ.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
დასავლეთ საქართველოსა და მათ შორის
იმერეთის რეგიონში 30-31 მარტის ჩათვლით წვიმაა ნავარუდევი.
10:24 / 30.03.2020
დასავლეთ საქართველოსა და მათ შორის იმერეთის რეგიონში 30-31 მარტის ჩათვლით წვიმაა ნავარუდევი.
17 დღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ
მაშველებმა ქუთაისში  დაკარგული ტურისტის ცხედარი იპოვეს.
22:04 / 27.03.2020
17 დღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ მაშველებმა ქუთაისში  დაკარგული ტურისტის ცხედარი იპოვეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.