ახალი ამბები
ბურთს და ფორმას გამოგიგზავნით, დანარჩენი თქვენზე იყოს - სპორტის მინისტრი ქუთაისელ ფეხბურთელებს
FaceBook
"სტადიონს გაგიკეთებთ, ბურთს და ფორმას ჩვენ გამოგიგზავნით და დანარჩენი თქვენზე იყოს".

ასე მიმართა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა ქუთაისში სტადიონის მშენებლობის საძირკვლის გახსნის ცერემონიაზე #94-ე სპორტული სკოლა "მართვეს" ფეხბურთელებს.

მინისტრის განმარტებით, განთქმული ფეხბურთელები და რაგბისტები ქუთაისიდან იყვნენ.

ქალაქში მიმდინარე წელს სამი საფეხბურთო და სარაგბო სტადიონის მშენებლობა უნდა დაიწყოს, რომელსაც სლოვაკური კომპანია Autokomodex Trnava spol.sro განახორციელებს.

"ბოლო ოთხი წლის მანძილზე არნახული მხარდაჭერა აქვს სპორტს, რომელიც უახლოესი ოთხი წის განმავლობაში გაგრძელდება", - განაცხადა მინისტრმა.

2016-2017 წლებში საქართველოში სულ 20 მოედნის მშენებლობაა დაგეგმილი. აქედან, 10 საფეხბურთო, 10 კი სარაგბო იქნება.

მშენებლობის პროცესს სლოვაკური კომპანია ,,Autokomodex Trnava spol.sro“ გაუძღვება, რომელთანაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ხელშეკრულება 2016 წლის 16 სექტემბერს გაფორმდა.

პროექტის საერთო ღირებულება 9 410 000 ევროა. სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის ბოლოს დაიწყება და 2017 წლის მაისში დასრულდება.

სპორტული მოედნები ქუთაისში, თბილისში და რუსთავში აშენდება.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის
წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე
იწვევენ.
12:08 / 20.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე იწვევენ.
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული
კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.
11:02 / 20.04.2024
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.