ახალი ამბები
ქუთაისის ბოტანიკური ბაღის დირექტორის თანამდებობა ვაკანტურია
FaceBook

ქუთაისის ბოტანიკური ბაღის დირექტორმა, ამირან ხვადაგიანმა თანამდებობა დღეს დატოვა.


ხვადაგიანმა ბოტანიკური ბაღის დირექტორის პოსტზე უარი მას შემდეგ თქვა რაც პარტია "სახელმწიფო ხალხისთვის" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელად დაინიშნა.

ამ პოზიციაზე ხვადაგიანი დღეს, პარტიის ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ წარადგინა
და განმარტა, რომ ის ღირსეული კანდიდატია.

ამირან ხვადაგიანის თქმით, ამ ეტაპზე ბოტანიკური ბაღის დირექტორად არავინ არ არის წარდგენილი და თანამდებობა ვაკანტურია.

"დარწმუნებული ვარ, ქალაქის ხელისუფლება ღირსეულ ადამიანს შეარჩევს,"- განმარტა ამირან ხვადაგიანმა.

ყოფილი "ნაციონალი" ამირან ხვადაგიანი ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე 7 წელი გახლდათ, ხოლო თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, 2012 წლიდან ბოტანიკური ბაღის დირექტორის პოზიციას ამ დრომდე იკავებდა.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.