ახალი ამბები
ქუთაისში ეროვნული სამოსის გამოფენა გაიმართა
სამეფო კომპლექს "ოქროს ჩარდახში" ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით გამოფენა გაიმართა.

ღონისძიებას დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელმაც იმერეთის სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოტანილი ეროვნული სამოსი, ქართული ტრადიციული ავეჯი და სხვა ნიმუშები დაათვალიერა.

გამოფენაზე, ასევე წარმოდგენილი იყო რაჭის სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრებიც.

"წარმოდგენილი გავქვს ხურჯინები, ფარდაგები, ასევე ნახატები. სპეციალურად ჩამოვედი, რომ დღევანდელ ღონისძიებაში მიგვეღო მონაწილება," - განაცხადა ონის სამხატვრო სკოლის დირექტორმა, ელენე მაგრაქველიძემ.

ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით ქუთაისში "ოქროს ჩარდახის" ტერიტორიაზე დამთვალიერებლებს მისვლა დღის ბოლომდე შეუძლიათ.

საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება, გუშინ გიორგი მარგველაშვილმა კადეტთა ლიცეუმი მოინახულა.

ის, ასევე დაესწრო დავით კაკაბაძის სახელმწიფო გალერეაში, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი "ქარავან არტ ფორუმი 2016"-ის ფარგლებში მიმდინარე გამოფენას და ქუთაისის რეაბილიტირებულ უბანში ფეხით გაისეირნა.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისიდან თბილისში საქართველოს პარლამენტის, კონტროლის პალატის,
სემეკის, საგზაო დეპარტამენტისა და  მთავრობის სახლის გადატანის
შემდეგ, ახლა ჟვანიას სახელობის სკოლაც გადავიდა.
11:19 / 16.10.2025

ქუთაისიდან თბილისში საქართველოს პარლამენტის, კონტროლის პალატის, სემეკის, საგზაო დეპარტამენტისა და  მთავრობის სახლის გადატანის შემდეგ, ახლა ჟვანიას სახელობის სკოლაც გადავიდა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგად
არჩეული მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების –
საკრებულოების პირველი სხდომები, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, 30
ოქტომბერს, 11:00 საათზე მოიწვია.
10:50 / 16.10.2025
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეული მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების პირველი სხდომები, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, 30 ოქტომბერს, 11:00 საათზე მოიწვია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.