ახალი ამბები
ზესტაფონის ფეროში დასაქმებულების მხარდასაჭერი აქცია თბილისში გაიმართება
FaceBook
შეკრება დღეს 17:00 საათზე არის დაგეგმილი.


დღეს თბილისში ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მუშების მხარდასაჭერი აქცია ჩატარდება. საპროტესტო მსვლელობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 1 კოპუსიდან დაიწყება და "ჯორჯიან მანგანეზის" ოფისამდე გაიმართება. შეკრება დღეს 17:00 საათზე არის დაგეგმილი.

ფეროშენადნობთა ქარხნის მუშების მხარდასაჭერი აქციის ორგანიზატორი იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირებია, რომლის თავმჯდომარის მოადგილე, გოგა ბრეგვაძე განმარტავს, რომ ფეროში დასაქმებულები არასათანადო პირობებში მუშაობენ.

"თბილისში იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ "ჯორჯიან მანგანეზის" მთავარი ოფისი იქ არის. ზესტაფონიდან დაახლოებით 22 ადამიანი მივდივართ, ხოლო დანარჩენები იქ შემოგვიერთდებიან. ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ არ გვჯერა მათი დაპირებების", - ამბობს გოგა ბრეგვაძე.

"ჯორჯიან მანგანეზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ზაქარია ზალიკაშვილი "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარატვს, რომ დღეს მათი ოფისის წინ დაგეგმილი საპროტესტო აქციის შესახებ ინფორმირებული არ არიან.

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში დასაქმებული მუშებისა და პროფკავშირების წამომადგენლების ერთი კვირის წინ დაანონსებული უვადო გაფიცვა არ შედგა. ისინი "ჯორჯიან მანგანეზის" ადმინისტრაციას სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და კოლექტიური ხელშეკრულების დადებას სთხოვდნენ.


ამავე თემაზე:

გაუმჯობესდეს შრომითი პირობები" - მუშების მოთხოვნები ფეროში (ვიდეო)

ზესტაფონის ფეროში დასაქმებულები და პროფკავშირები უვადო გაფიცვას აანონსებენ
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
ქუთაისელი სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც პოლიციამ
მესხიშვილის თეატრთან დააკავა, თავისუფალია.
17:29 / 22.04.2024
ქუთაისელი სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც პოლიციამ მესხიშვილის თეატრთან დააკავა, თავისუფალია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.