ახალი ამბები
ბაღდათის გამგეობა ხელმძღვანელი პირების გარეშე დარჩა
FaceBook
ბაღდათის მუნიციპალიტეტს ორი კვირაა ხელმძღვანელი აღარ ჰყავს. ადგილობრივი მთავრობის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი, ირაკლი გეგეშიძე მიმდინარე წლის 25 აპრილს ანტიკორუფციული საბჭოს წარმომადგენლებმა დააკავეს. გამგებელი ამ დროისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტლებით, ორთვიანი წინასაწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

ხალხის მიერ არჩეულ ხელმძღვანელს სასამართლო უწყება 227 000 ლარის გაფლანგვაში ედავება. "თვითმმართველობის შესახებ კოდექსის" თანახმად, გამგებლის არყოფნის შემთხვევაში მის მოავლეობას გამგებლის მოადგილე ასრულებს. თუმცა, გელა მშვილდაძე, რომელიც მოადგილედ თავად ირაკლი გეგეშიძემ დანიშნა, გამგებელმა დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე თანამდებობიდან გაათავისუფლა, რის გამოც ბაღდათის გამგეობა ხელმძღვანელი პირების გარეშე დარჩა.

"იმ დღეს გაათავისუფლა მოადგილე და ახლის დანიშვნა ვერ მოასწრო, ამიტომ ამ მხრივ ჩიხში ვართ", - განმარტავს ბაღდათის საკრებულოს თავმდჯომარე, გრიგოლ მაჩიტაძე.

"თვითმმართველობის შესახებ კოდექსში", რომელიც არეგულირებს თვითმმართველ ერთეულებში საკადრო ცვლილებებს, ბაღდათის მუნიცილაპიტეტში შექმნილ მსგავს შემთხვევებზე არაფერია ნათქვამი.

"დღეის მდგომარეობით, არც "თვითმმართველობის შესახებ კოდექსი" და არც სხვა რაიმე აქტი არ ამბობს იმის შესახებ, თუკი მსგავსი სიტუაცია შეიქმნა როგორ ვიქცევით", - განმარტავს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელი, გიორგი სანტურიანი.

ირაკლი გეგეშიძე ბაღდათის გამგებლის პოსტზე "ქართული ოცნების" ქვოტით 2014 წელს ჩატრებული ადგილობრივი თვითმმრთველობის არჩევნების შედეგად დაინიშნა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.