ახალი ამბები
მერაბ ჟორდანია "ტორპედოს" ინვესტორზე შესაძლო გასხვისებას ეხმაურება
FaceBook
"მზად ვარ, ჩემს მეგობრებს, ვინც "ტორპედოში" ინვესტიციის ჩადებას გეგმავს მაქსიმალურად დავეხმარო"


ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად  ბიზნესმენი მერაბ ჟორდანია, საფეხბურთო კლუბ "ტორპედო ქუთაისის" შესაძლო გასხვისების თემას ეხმაურება და ამბობს, რომ მზად არის დაეხმაროს მის მეგობრებს, რომლებიც "ტორპედოს" შეძენას აპირებენ. თუმცა, ვინ არის მზად კლუბში ინვესტიციის ჩასადებად, ჟორდანია არ აკონკრეტებს.

"ვადასტურებ, რომ საფეხბურთო კლუბ ქუთაისის "ტორპედოში" შექმნილი მძიმე სიტუაციის შემდეგ მქონდა საქმიანი საუბრები კლუბის მესვურებთან და მზად ვარ, ჩემს მეგობრებს, ვინც დღეს ქუთაისის "ტორპედოში" ინვესტიციის ჩადებას გეგმავს, მაქსიმალურად დავეხმარო.

ქუთაისის "ტორპედო" - ეს ის გუნდია, რომლის მაისურითაც მე არაერთი შეხვედრა მაქვს ჩატარებული და ჯერ კიდევ შარშან განვაცხადე, რომ ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში ყოველთვის შევეცდებოდი, ამ გუნდისთვის მაქსიმალური დახმარება გამეწია", - აცხადებს ჟორდანია.

ქუთაისის "ტორპედოს" გასხვისებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების მიმდინარეობას ადასტურებს ქუთაისის მერი, თუმცა, არც შოთა მურღულია  ასახელებს "ტორპედოს" შეძენის მსურველთა ვინაობას.

მერაბ ჟორდანია სხვადასხვა დროს საქართველოს საფეხბურთო ნაკრებებში თამაშობდა. 1998 და 2002 წელს იგი ორჯერ აირჩიეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.