ახალი ამბები
"გვირილობა" ქუთაისის ტრადიციული დღესასწაული არ არის
FaceBook
დღეს ქუთაისში "გვირილობას" აღნიშნავენ, როგორც ქალაქში მე-20 საუკუნის დასაწყისში დამკვიდრებულ საქველმოქმედო დღესასწაულს.


ღონისძიებები 7 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

ქუთაისის მერიამ "ორმაისობის" სახელით დაწესებული დღესასწაული წელს "გვირილობით" ჩაანაცვლა და მისი აღნიშვნა 3 მაისს დაიწყო. ქალაქის მერიაში განმარტავენ, რომ "ქუთაისქალაქობა" 2016 წლის სამ მაისს იმ მიზეზით გადმოიტანეს, რომ ეს დღე ბრწყინვალე კვირეულის დასაწყისს, ორშაბათს დაემთხვა. ამიტომ, 2 მაისი მიცვალებულთა საფლავების პატივგებას დაეთმო.

თუმცა, "ქუთაისქალაქობის" დღესასწაულის აღსანიშნავად 2 მაისობასთან გაიგივებულ "გვირილობას" სხვა ტრადიცია აქვს და მისი დაარსების იდეა ქუთაისს არ უკავშირდება.

“დიახ, სამწუხაროდ, ქუთაისის უახლოეს ისტორიაში ჩაუხედავი და დილეტანტი ადამიანების წყალობით, ჩვენი ქალაქის ეს ორი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ-კულტურული ტრადიცია ერთმანეთშია აღრეული და ათქვეფილი!" - წერს ჟურნალისრი ნანული ცხვედიანი.

"ორმაისობა ქუთაისის გაცილებით ადრეული ტრადიცია იყო, იგი მეოცე საუკუნის პირველი წლებიდან აღინიშნებოდა. შემოტანილია საზღვარგარეთიდან, ევროპის ქვეყნებიდან, სადაც მე-19 საუკუნის 80-იანი წლებიდან აღინიშნებოდა მაისობა - მუშათა მოძრაობასთან დაკავშირებით. შედარებით მოგვიანებით ქუთაისშიც, როგორც დიდ საგუბერნიო ქალაქში, შემოვიდა და მან, ქალაქის ტრადიციებისა და ფასეულობების გათვალისწინებით, სულ სხვა კულტურული დატვირთვა მიიღო.

მე-20 საუკუნის 80-იან წლებში ორმაისობის ტრადიცია აღადგინა ქალაქის იმჟამინდელმა ხელმძღვანელობამ: მუხნარის ტყეში იმართებოდა მასობრივი სეირნობა, შემოქმედებითი კოლექტივების გამოსვლები, ეწყობოდა ეთნოგრაფიული კუთხეები, სპორტული შეჯიბრებები... მაშინდელი კომუნისტურ-იდეოლოგიური ოფიციალური დღესასწაულების ფონზე, ორმაისობა ჭეშმარიტად სახალხო, პოპულარული დღესასწაული იყო და ათასობით ადამიანი დილიდანვე სიხარულით მიაშურებდა ხოლმე მუხნარის ტყეს.

რაც შეეხება გვირილობას, - ეს ტრადიცია მეოცე საუკუნის 10-იან წლებში გაჩნდა ქუთაისში. თავისი ფუნქცია-შინაარსით ისიც საზღვარგარეთიდანაა შემოტანილი და აქაურობას კარგად მისადაგებული. იგი ჭლექიანთა დასახმარებლად გამიზნული საქველმოქმედო კამპანია იყო, ხოლო გვირილა - თეთრი ყვავილი - მისი საერთაშორისო სიმბოლო.

"გვირილობა" ტარდებოდა გაზაფხულზე, აპრილის ან მაისის დასაწყისში. ენციკლოპედია "იმერეთზე" მუშაობის დროს ერთ-ერთმა მოქალაქემ მომიტანა მისი ბაბუას - ცნობილი ქუთათური ექიმის ვალერიან ლორთქიფანიძის არქივში შემორჩენილი უზარმაზარი ფოტო, რომელზეც დღევანდელი ისტორიული მუზეუმის შენობის წინ აღბეჭდილია სწორედ გვირილობის მონაწილეთა დიდი ჯგუფი. თარიღი კი ასე აწერია: 1912 წლის 20 აპრილი! (ეს ის ფოტოა, რომელიც სწორედ ჩემგან გავრცელდა სოციალურ ქსელში).

უხუცესი ქუთათური ქალბატონების: ვერა გვანცელაძე-ჯიქიასა და ნინო ხათრიძე-ფილიპოვის მოგონებებში აღწერილია და დაცულია ცალკეული დეტალები გვირილობისა. საზოგადოებრივი კომიტეტი, რომელშიც შედიოდნენ ქალაქის წარჩინებული, ავტორიტეტული მოქალაქეები, სამი დღის განმავლობაში ატარებდა ზეიმს. ბულვარში, ქალაქის ცენტრში, ულამაზეს ქალბატონს (სწორედ ერთ-ერთი მათგანი გახლდათ საშა ჩიქოვანი) უკან მოჰყვებოდა გვირილებით სავსე კალათით გიმნაზიელი ქალ-ვაჟი. მოქალაქეებს მათგან უნდა შეეძინათ გვირილა.

მშვენიერი ბანოვანი მათ მკერდზე დააბნევდა გვირილას, რომელიც სამი დღე უნდა ეტარებინათ იმის ნიშნად, რომ უკვე გაწეული ჰქონდათ ქველმოქმედება. მოგროვილ თანხას საღამოს კომიტეტს ჩააბარებდნენ, მეორე და მესამე დღეს კი სხვა დედოფალი და სხვა გიმნაზიელები განაგრძობდნენ საქველმოქმედო მუშაობას ბულვარში. სამი დღის შემდეგ კომიტეტი დააჯამებდა შემოწირულობებს და ამ მოგროვილ თანხას ჭლექიანთა დასახმარებლად გაანაწილებდა.

ამგვარად, საშა ჩიქოვანი, როგორც გამორჩეული გარეგნობის, აქტიური ქალბატონი, გვირილობის ერთ-ერთი დედოფალი გახლდათ და არა - "აქციის დამფუძნებელი", "ლიდერი" და ლამის ქუთაისში პირველი ქალთა "ენჯეოს" დამაარსებელი, როგორც ვიღაცამ დაწერა და ლამის მთელმა მასმედიამ აიტაცა ფაქტის გადაუმოწმებლად, საქმეში გაურკვევლად!" - წერს ჟურნალისტი ნანული ცხვედიანი.

ტრადიციულად, ამ დღეს უწოდებდნენ "თეთრი გვირილის", თეთრი ყვავილის, ტუბერკულოზის დღეს.

"თეთრი გვირილის დღის" იდეა დაიბადა სკანდინავიის ქვეყნებში. პირველად კი, მისი აღნიშვნა და ორგანიზება მოხდა შვედეთში - 1908 წლის 1 მაისს. ამ დღეს ყიდდნენ თეთრ გვირილას, როგორც ემბლემას და სიმბოლოს ტუბერკულოზთან ბრძოლისა, რამაც მაშინვე მიიპყრო ხალხის ყურადღება და შემოსავალი მოუტანა ამ დაავადებასთან მებრძოლ ორგანიზაციებს.

აქცია შვედეთიდან შემდეგ მოედო ნორვეგიას, დანიას, გერმანიას და ევროპის სხვა ქვეყნებსაც.

"მაშინაც, როცა 17 წლის ულამაზესი საშა ჩიქოვანი შემოწირულობის სანაცვლოდ "გვირილს" აბნევდა გულზე ქუთათურებს, და ახლაც, ერთი საუკუნის შემდეგ, - გვირილა ტუბერკულიოზის წინააღმდეგ ბრძოლის ერთგვარი სიმბოლოა და ყოველი წლის 24 მარტს მსოფლიოს ბევრ ქალაქში დაინახავთ გულზე დაბნეულებს," - წერს ამერიკაში მცხოვრები ჟურნალისტი მანუჩარ კაჭახიძე ქუთაისის ყოფილ მერს თემურ შაშიაშვილს ღია წერილში.

"სავარდო და სამაისო ქუთაისში, "გვირილობას" აღნიშნავენ. ჭლექით დაავადებულთა დასახმარებლად მსოფლიოში გამართული აქცია თავს მოახვიეს ქალაქს და თურმე, ისიც უნდა მიხაროდეს, რომ "გვირილობა" ამოირჩიეს და არა სხვა საქველმოქმედო აქცია, თუნდაც "ყინულის წყლის თავზე გადასხმის" მოდა.

მე ის კი არ მიკვირს, რომ ჩემს ქალაქში ასეთ უაზრობებს ამკვიდრებენ ტრადიციის სახელით, - არამედ ჭკვიანი ხალხის, ქუთაისის მცოდნე ადამიანების, ჭეშმარიტი ქუთათურების დუმილი ამ სისულელეებისადმი.

დიახ, მე თქვენი დუმილიც მაკვირვებს, ბატონო თემურ!
გუშინ აღმაშენებლის ხეივანი გაჩეხეს და პალმებით შეგვიფუთეს; მეფეთუბანში მრავალსართულიანი სახლით ნახევარ ქალაქს ბაგრატის მზეს უჩრდილავენ; გიმნაზიის ულამაზესს შენობას "ვენდის" უშენებენ წინ; ქალაქი საეჭვო და უცნობი ადამიანების სახელობის ქუჩებით გაივსო; ხვალ იქნებ ქუთაისს სახელიც გადაარქვან...

მე მახსოვს, როცა ჯაჭვის ხიდის აღდგენაზე მუშაობდით, როგორ გადმოიღეთ საუკუნის წინანდელი ფოტოები არქივიდან და როგორი სიზუსტით შემოუნახეთ ისტორია ქალაქს.

ეს რომ მახსოვს, და მუხრანის იმ ლექსის სტრიქონებიც ვიცი რომ იცით, ამიტომ მიკვირს თქვენი დუმილი.
"პასუხად მყისვე, ვითარცა სეტყვა,
ვინც კი და რაც კი არსებობს ირგვლივ, -
იხუვლებს ხოლმე, იხუვლებს ერთხმად"...", - წერს მანუჩარ კაჭახიძე.

""ორმაისობა" ქუთაისის ერთ -ერთი უძველესი სახალხო დღესასწაულია. კარგი, თუ არ მოგვწონს, შევუცვალოთ სახელწოდება და "ქუთაისქალაქობა" შემოვიტანოთ, როგორც ახლაა ქვეყანაში საყოველთაოდ მიღებულ-დამკვიდრებული.

აი, გვირილობა კი ამ დღესასწაულის ერთ -ერთი ლამაზი ფურცელია მხოლოდ, და არა - ორმაისობის, ან ქუთაისქალაქობის სინონიმი!
წელსაც მშვენიერი, გემოვნებით მოფიქრებული ღონისძიებები ჩატარდა ქუთაისში, ადამიანები კი გაკვირვებით ეკითხებოდნენ ერთმანეთს: ბოლოს და ბოლოს, სამაისო ვარდია და ვარდობისთვე ქუთაისის სიმბოლო, თუ გვირილაო?

ამას კითხვა უნდა?

ვარდი, რა თქმა უნდა, ვარდი!

იხილეთ აკაკი: "სავარდო და სამაისო ქუთაისო..."

დილეტანტებო, თავი შეიკავეთ ქალაქის კულტურული ფასეულობების ხელყოფისაგან!" - წერს ნანული ცხვედიანი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.



შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია
ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი
სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა
შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა
გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის
მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის
პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და
მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში
გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018
წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და
ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების
მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი
საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან
დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების
მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის
უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.


შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018 წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.

"ბოლო დროს, შახტში ხშირია მარცხი, რომელიც სავალალო შედეგებით მთავრდება, ნახშირმომპოვებელი უბნები, ერთმანეთის მოყოლებით ფეთქდება და იწვის. რისი თქმა მინდა მეგობრებო, ამ წარმოებაში, მოშლილა სისტემა.

ორმა არაპროფესიონალმა ადამიანმა, ერთპიროვნულად ჩაიგდო ხელთ, მართვის სტრუქტურა. გამოცდილ კადრებს, რომლებიც თითზე ჩამოსათვლელი დარჩა ამ წარმოებაში, ( ჩემი პატივისცემა მათ) აღარაფერს ეკითხებიან. წარმოების სადავეები რამოდენიმე ნარკომანს და სოცკისთან დაახლოებული, არაპროფესიონალ კადრებს უჭირავს, რაც იწვევს შახტში, მოხშირებულ მარცხებს. ყველა, მექანიზმი და სატრანსპორტო საშვალება, რომელიც ემსახურება, მშრომელების გადაადგილებას და ნახშირის ტრანსპორტირებას, შახტიდან ზედაპირამდე , თითქმის 100% -ით გამოსულია მწყობრიდან, რაც საფრთხეს უქმნის მეშახტეთა სიცოცხლეს.

ნახშირ მომპოვებელი უბნები, კატასტროფულ მდგომარეობაშია, იქ ადგილზე მომუშავე პერსონალი, ძალიან დიდი რისკის ქვეშაა. არანაირი გადაიარაღება და ახლით ჩანაცვლება არ ხდება, რაც წარმოებას საბოლოოდ მიიყვანს დაკეტვის პირას და 100 ობით ადამიანის უმუშევრად დარჩენას. რისი თქმა მინდა მეგობრებო? ეს წარმოება უბრუნდება, 2018 წლის ნიშნულს, მარცხისა და სიკვდილიანობის მხრივ, როდესაც მოცემულ წლებში, ყოველ სამ თვეში, ათობით ადამიანი, მარცხდებოდა და იღუპებოდა. მაშინ, პირადად მე, ყველა მეშახტემ, ვისთვისაც ღირებილი იყო ადმიანის სიცოცხლე, გული შესტკიოდა წარმოების მომავალზე ხმა ამოვიღეთ და მიზანსაც მივაღწიეთ.

უპირველეს ყოვლისა, წლების განმავლობაში, აღარ ხდებოდა შახტში მარცხი, წარმოებაც შევინახეთ და გადავარჩინეთ. მეამაყება, მაშინდელ წლებში პროტასტის, რომელსაც პირადად მე,100 ობით მეშახტესთან ერთად ვხემძღვანელობდით და შედეგიც დავდეთ, ეს ყველა მეშახტეს კარგად ახსოვს. ამიტომ იყო, რომ წლების შემდგომ, არ მაპატიეს, მეშახტეების გვერჩიდგომა, ყველა მათ არასწორ გადაწყვეტილებაზე ხმის ხმამაღლა ამოღება და სისტემამ, მომიშორა თავიდან. მინდა მივმართო ყველა მეშახტეს! ხმა ამოიღეთ მეგობრებო, ყველა იმ რისკებზე, რაც თქვენ ჯამთელობას და სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, თორემ შემდგომ, ჯვარი დაგწეროთ ღმერთმა გვიანი იქნება", - წერს  შახტის ყოფილი  თანამშრომელი. 

„ქუთაისიპოსტი“ შახტში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საწარმოს ადმინისტრაციის პოზიციის გარკვევას შეეცდება.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.