ახალი ამბები
ეს ქუჩა ტრაგედიების ადგილია - რუსთაველზე მოსახლეობა ხელმოწერების შეგროვებას იწყებს
FaceBook
ქუთაისში რუსთაველის ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობის დაწესებას ითხოვენ.

ამ მოთხოვნით რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრები ყველა ოჯახი ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.

რუსთაველის გამზირზე მცხოვრებლების თქმით, გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევები ფიქსირდება, რის გამო ორმხრივი მოძრაობა უნდა გაუქმდეს.

"ტრაგედიის ადგილია ეს ქუჩა, უკვე ვეღარ ვითვლით მერამდენე ავარია მოხდა.  გასულ წელს სულ მცირე 60-მდე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ გართულებულია გადაადგილება, როგორც ქვეითებისთვის, ასევე ავტომანქანებისთვის, საათობით გვიწევს გადასასვლელთან დგომა. ამ ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა დაუშვებელია,"- ამბობენ რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრებლები.

რუსთაველის ქუჩაზე ბოლო ავტოსაგზაო შემთხვევა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, ორი დღის წინ მოხდა,  შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
Print E-mail
FaceBook Twitter



მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე დაწყებულ ფიზიკურ დაპირისპირებას
სროლა მოჰყვა.
21:36 / 15.06.2021

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე დაწყებულ ფიზიკურ დაპირისპირებას სროლა მოჰყვა.

Რიონის ხეობაში, გუმათჰესთან
კარვები სამართალდამცველებმაც გაშალეს.
17:44 / 15.06.2021
Რიონის ხეობაში, გუმათჰესთან კარვები სამართალდამცველებმაც გაშალეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.