ახალი ამბები
ააიპ „სპეციალური სერვისების“ ყოფილი უფროსი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
FaceBook
ააიპ "სპეციალური სერვისების" ყოფილი უფროსი, გელა გაგუა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
გაგუას მომხდარის დეტალებზე საუბარი არ სურს, თუმცა, ქუთაისპოსტთან საუბარში მან თქვა, რომ ბრალს არ აღირებს.

"რა თქმა უნდა ბრალს არ ვაღიარებ. გამოძიება გრძელდება და გაირკვევა ყველაფერი", – ამბობს გელა გაგუა.

"სპეციალური სერვისების" ყოფილი უფროსი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით ერთი თვის წინ დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, 2017 წელს, მერიის ააიპის მიერ ასათიანის ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოწყობის დროს არამიზნობრივად დაიხარჯა 250 086 ლარი. ამასთანავე, სამუშაოები შესრულდა პროექტის გარეშე, უხარისხოდ, რის გამოც, საჭიროა სანიაღვრე სისტემის სრული დემონტაჟი.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, გელა გაგუას 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ასათიანის ქუჩაზე "სპეციალურმა სერვისებმა" სანიაღვრე არხი 2017 წელს მოაწყო, რისთვისაც ორგანიზაციამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 315 000 ლარი მიიღო.  რატომ გადასცა ეს უფლება ქუთაისის მერიამ მის დაქვემდებარებულ ორგანიზაციას და არა ტენდერის გზით შერჩეულ კომპანიას, ამაზე კითხვები იმთავითვე გაჩნდა, თუმცა, ადგილობრივმა ხელსიუფლებამ მაშინ თავი იმით იმართლა, რომ სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა, რის გამოც, მერია იძულებული გახდა სამუშაოების შესრულება ააიპისთვის დაევალებინა.

ასათიანის ქუჩაზე შესრულებული სამუშაოებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მას შემდეგ დაინტერესდა, რაც გაგუამ თანამდებობა დატოვა, ახალმა ხელმძღვანელმა, ზვიად მანდარიამ კი შესაბამისი დოკუმენტები პროკურატურას გადაუგზავნა.

ამავე თემაზე:

ქუთაისის ააიპ „სპეციალური სერვისების“ საქმეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძიებს

ააიპ „სპეციალური სერვისების“ დოკუმენტაციას პროკურატურა სწავლობს


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.