ახალი ამბები
სამტრედიის ბაღებში აღსაზრდელებს ცხენისა და ვირის ხორცს აჭმევდნენ
სამტრედიის 24 საბავშო ბაღში აღსაზრდელები ვირისა და ცხენის ხორცით იკვებებოდნენ. სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს მიერ, 2018 წლის ოქტომბერში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ მომმარაგებელი კომპანია შპს "ელენიკო" ბაღებს საქონლის ნაცვლად ვირისა და ცხენის ხორცს აწვდიდა.

"ნაციონალური მოძრაობის" სამტრედიის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ემზარ შუბლაძე ამბობს, რომ მომმარაგებლის მიერ არაკეთილსინდისიერი ქცევის ეს შემთხვევა პირველი არ არის.

"2014 წლის მიწურულსაც იყო მსგავსი შემთხვევა, მაგრამ მაშინ ხორცი აღმოჩნდა გაფუჭებული და ბავშვები იღებდნენ ამ გაფუჭებულ საკვებს. მაშინ ჩაფარცხეს ეს საქმე და გაგრძელება აღარ მოჰყვა. ახლაც, როგორც ვიცი გაყინული ფილე შეაქვთ ბაღებში, რომელსაც თანამშრომელი იბარებს როგორც ერთ კილოს და გალღვობის შემდეგ ის რჩება 800 გრამი. ამაზე კი ადმინისტრაცია თანამშრომელს სთხოვს პასუხს. არ არის კონტროლი, არავითარი მონიტორინგი არ ხდება, არის აბსოლუტურად გულგრილი დამოკიდებულება. უამრავი პრობლემაა, მაგრამ ამაზე თანამშრომლები ვერ საუბრობენ, რადგან მათ უკან  ოჯახები დგანან", - ამბობს ემზარ შუბლაძე.

სამტრედიის ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანებაში მომხდარს ადასტურებენ.  ააიპის  შესყიდვების კოორდინატორის, ქეთევან ივანეიშვილის თქმით, ორგანიზაციამ კომპანიას ხელშეკრულება უკვე გაუწყვიტა და 20 000 ლარითაც დააჯარიმა.

"ერთჯერადად მიიღეს ბავშვებმა ეს ხორცი. ფაქტის დადასტურებითანავე  35 კგ საქონლის ხორცი ამოვიღეთ. ბაღების გაერთიანებამ კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა და შპს "ელენიკო" 20 000 ლარით დაჯარიმდა. როგორც ვიცი, ამ შპს-ს საქმეს ფინანსური პოლიცია სწავლობს", - ამბობს ქეთევან ივანეიშვილი.

რაც შეეხება,  გაყინულ და დასამუშავებლად გამზადებულ ხორცს შორის წონის სხვაობის გამო პასუხისმგებლობის თანამშრომლებზე დაკისრებას, ქეთევან ივანეიშვილი ამბობს, რომ მსგავსი რამ არ ხდება და პროდუქტის დამუშავების დროს გათვალისწინებულია მისი სუფთა წონა და ნარჩენების რაოდენობა.

შპს "ელენიკო" სამტრედიის ბაღებს ხორცის პროდუქტებს თითქმის ერთი წლის განმავლობაში აწვდიდა. გაერთიანებამ კომპანიას 68 484 ლარიანი ხელშეკრულება 2018 წლის ოქტომბერში გაუწყვიტა. ახალი ტენდერის გამოცხადებამდე აღსაზრდელებს ხორცის პროდუქტი არ მიწოდებოდათ.

2019 წლიდან სამტრედიის ბაღების გაერთიანებას ხორცის პროდუქტებით ტენდერში გამარჯვებული ახალი კომპანია, შპს "ნარგული" ამარაგებს.


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
დღის სიახლეები
,,ჩვენ მოვიგებთ ომს", ,,აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა"-
09:50 / 23-03-2019
ქუთაისში, ოთხი საზოგადოებრივი საპირფარეშოს არსებობის მიუხედავად, მერვე წელია მათი ფუნქციონირება მოუგვარებელი პრობლემაა.
14:14 / 22-03-2019
ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მცირე ჰესის "ხელედულა 3"-ის მშენებლობის საკითხის განსახილველად ჩასულ ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებს, მოსახლეობა აქციით შეხვდა. 
13:33 / 22-03-2019
ქუთაისის მერიამ სხვადასხვა თაობის ჟურნალისტებს, ადმინისტრაციულ შენობაში, პროფესიული დღე ფურშეტით მიულოცა. 
18:22 / 21-03-2019
მსგავსი სიახლეები






ბაღდათის მუნიციპალიტეტის, როკითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნიკო
კეცხოველის სახელობის სასკოლო პრემია მოიპოვეს.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის, როკითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო პრემია მოიპოვეს.
12:45 / 24.03.2019






ოპოზიცია პარლამენტის ქუთაისში დაბრუნებას ითხოვს. სხვადასხვა პარტიის
წარმომადგენლებმა ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის წინ აქცია
გამართეს.
ოპოზიცია პარლამენტის ქუთაისში დაბრუნებას ითხოვს. სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებმა ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის წინ აქცია გამართეს.
11:26 / 23.03.2019






შინაგან საქმეთა სამინისტრომ,  ქუთაისში
შინაგან საქმეთა სამინისტრომ,  ქუთაისში "ბუპრენორფინის" შემცველი ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
11:02 / 23.03.2019






,,ჩვენ მოვიგებთ ომს
,,ჩვენ მოვიგებთ ომს", ,,აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა"-
09:50 / 23.03.2019






ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მცირე ჰესის
ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მცირე ჰესის "ხელედულა 3"-ის მშენებლობის საკითხის განსახილველად ჩასულ ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებს, მოსახლეობა აქციით შეხვდა. 
13:33 / 22.03.2019
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.