ახალი ამბები
"სხვა უწყებიდან მაქვს შემოთავაზება" – გუბერნატორის ყოფილი მოადგილე
FaceBook
"თანამდებობა იმიტომ დავტოვე, რომ სხვა უწყებიდან მაქვს შემოთავაზება" - ამის შესახებ იმერეთის გუბერნატორის ყოფილმა მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა ქუთაისიპოსტთან საუბარში განმარტა.

"სხვა სამსახურში გადავდივარ და აქედან გამომდინარე, გახდა აუცილებელი დამეტოვებინა ეს თანამდებობა. თუ სად გადავდივარ, ამაზე განცხადებას მოგვიანებით გავაკეთებ", - განმარტავს დალაქიშვილი.

გრიგოლ დალაქიშვილმა თანამდებობის დატოვების თაობაზე განცხადება 6 თებერვალს დაწერა. ამავე დღეს, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა პოსტი ვიცე–მერმა გიორგი იობაშვილმაც.

არსებული ინფორმციით, იობაშვილის კანდიდატურა წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვისცენტრის დირექტორის მოადგილის პოზიციაზე განიხილება. თუმცა, წყალმომარაგების კომპანიაში აღნიშნულს არ ადასტურებენ.

თუ ვინ დაიკავებს ვიცე-მერისა და გუბერნატორის მოადგილის ვაკანტურ ადგილს, უწყებებში ამ დროისთვის არ საუბრობენ.   

გრიგოლ დალაქიშვილი  ვიცე–გუბერნატორად 2017 წელს დაინიშნა, მანამდე ის ქუთაისის მერის მოადგილის პოზიციას იკავებდა. 



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.