ახალი ამბები
"გაზის აფეთქება თვითნებურად დამონტაჟებულმა წყლის გამათბობელმა გამოიწვია" – წყალტუბოს მერია
FaceBook
წყალტუბოში, სწრაფი კვების ობიექტში ბუნებრივი აირის აფეთქება თვითნებურად დამონტაჟებულმა წყლის გამათბობლის
გაუმართაობამ გამოიწვია. ამის შესახებ წყალტუბოს მერიაში განმარტავენ.

"ტაბიძის ქუჩაზე მდებარე სწრაფი კვების ობიექტზე აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო მოხდა, რაც თვითნებურად დამონტაჟებულმა წყლის გამოთბობლის გაუმართაობამ გამოიწვია. სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო ორმა მოქალაქემ, რომლებიც ამჟამად ქუთაისის დამწვრობის ცენტრში არიან გადაყვანილები", - განმარტავენ მერიაში.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი. მისი განმარტებით, რომელიც აცხადებს, რომ დაშავებულების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და მოსახლეობას მოუწოდებს სიფრთხილისაკენ.

,,სოკარ ჯორჯია გაზის'' წყალტუბოს სერვისცენტრის ხელმძღვანელის ბაკურ ბალანჩივაძის ინფორმაციით, აღნიშნული ობიექტზე გამოძახება დღეს დილის 9სთ. 30 წუთზე მოხდა. მისივე თქმით, ობიექტი 19 იანვარს იქნა შემოწმებული, შედგენილია ოქმი, რომლის შესაბამისად ობიექტის მეპატრონეს, მიეცა მითითება ტექნიკური ნორმების დაცვასთან დაკავშირებით.

მოხდარ ფაქტზე დაიწყო საგამომძიებლო მოქმედებები.

წყალტუბოში, ერთ–ერთ კვების ობიექტში ბუნებრივი აირი 26 იანვარს, დილით აფეთქდა, რომლის შედეგად  ორი ადამიანია დაშავებული. 

ამავე თემაზე:

წყალტუბოში, კვების ობიექტში ბუნებრივი აირი აფეთქდა




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი რუსულ კანონს გამოეხმაურა და
განაცხადა, რომ ის ხალხი, რომელიც ამ კანონს აპროტესტებს
15:53 / 15.04.2024
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი რუსულ კანონს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის ხალხი, რომელიც ამ კანონს აპროტესტებს "შეცდომაშია შეყვანილი".
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, 19 აპრილამდე, იმერეთის რეგიონში
ცხელი და უნალექო ამინდებია მოსალოდნელი.
12:45 / 15.04.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, 19 აპრილამდე, იმერეთის რეგიონში ცხელი და უნალექო ამინდებია მოსალოდნელი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.