ახალი ამბები
ბიუჯეტის პროექტი საკრებულომ მერიას შენიშვნების გარეშე დაუბრუნა
FaceBook
ქუთაისის საკრებულომ აღმასრულებელს 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი უკვე დაუბრუნა, თუმცა, მხოლოდ ტექნიკური შენიშვნებით.
როგორც ირკვევა, დეპუტატებმა კომისიებსა და ფრაქციებში 10 დღიანი განხილვის შემდეგ, ბიუჯეტის პროექტში, მხოლოდ თანხის მუხლიდან მუხლში გადატანის საჭიროება დაინახეს. პროგრამებთან, პრიორიტეტებთან და ძირითად პარამეტრებთან დაკავშირებით კი უმრავლესობას კითხვები არ აქვს.

"შენიშვნები, ძირითადად, იყო ტექნიკური სახის. პარამეტრებს და პრიორიტეტებს არ ეხება. ძალიან დადებითად აქვს ნამუშევარი აღმასრულებელს. ჩვენ ძალიან მოგვწონს",–ამბობს საკრებულოს საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, კახა ბოჭორიშვილი.

აღმასრულებლისთვის გადაგზავნილ შენიშვნებში ვერ მოხვდა ვერც ის საკითხები, რაზეც კითხვები თავად უმრავლესობას ჰქონდა. მაგალითად, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომაზე გაირკვა, რომ სპორტული ღონისძიებების პროგრამას დაემატა ახლადშექმნილი სარაგბო კლუბი "არესი" , რომელიც 50 000 ლარით უნდა დაფინანსდეს. თუმცა, არც მერიის საფინანსო სამსახურის უფროსს და არც შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს ამაზე ინფორმაცია არ ჰქონდათ. საბოლოოდ, ეს საკითხი, მერიისთვის გადაგზავნილ შენიშვნებში არ მოხვდა.

"ბიუჯეტი არის ნაჩქარევად შედგენილი. ციფრები არის იგივე, რაც იყო წინა წელს. არის კონკრეტული პროგრამები, რომლებიც რატომ ფინანსდება არ ვიცით და ამაზე აღამსრულებელს არ აქვს პასუხები,"–ამბობს საკრებულოში "ევროპული საქართველოს" დეპუტატი, მერაბ მეშველიანი.

ბიუჯეტის პარამეტრებს აპროტესტებს საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, გიგა შუშანია.

მისი თქმით, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით გაზრდილია სახელფასო ხარჯები, მერიის მიერ დაპირებული ინფრასტრუქტურული პროექტები კი მომავალი წლის ბიუჯეტში არ მოხვდა.

"ბიუჯეტის პროექტი, რომელიც შემოვიდა საკრებულოში, ცხადყოფს, რომ ქუთაისი აღარ არის მათთვის პრიორიტეტული. ბიუჯეტის 50% იხარჯება ხელფასებში, ანუ რეალურად ეს არის მათი აქტივისტებისთვის დახარჯული ფული. გაზრდილია ჭამა-სმისა და საჩუქრების ხარჯები. ეს კი იმას ნიშნავს იმას, რომ ქუთაისი მომავალ წელსაც იქნება გადათხრილი და უპატრონო," - ამბობს გიგა შუშანია.

აღმასრულებელს ტექნიკური  შენიშვნების გასათვალისწინებლად ორკვირიანი ვადა აქვს, რის შემდეგაც შესწორებული ვარიანტი კვლავ საკრებულომ უნდა განიხილოს. ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად მხოლოდ ამის შემდეგ გამოვა. 

2019 წლის ქუთაისის ბიუჯეტის წარდგენილი პროექტი 53 მილიონს ლარს შეადგენს. რეგიონალური განვითარების ფონდიდან კი ქალაქი დამატებით 11 მილიონს ელოდება. მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის თქმით, წლის ბოლომდე ბიუჯეტი 70 მილიონს მიაღწევს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.