ახალი ამბები
როგორი უნდა ყოფილიყო და როგორია თეთრი ხიდი
ხუთი თვის წინ, როცა ქუთაისის მერიამ თეთრი ხიდის რეაბილიტაცია დაანონსა, თან ხიდის ესკიზიც გაასაჯაროა.
ხიდის განახლებული ვერსია საზოგადოების დიდმა ნაწილმა თავიდანვე დაიწუნა.

ადგილობრივები ხიდის ვიზუალის გამო პროტესტს საჯარო სივრცეში ღიად გამოხატვდნენ და ქალაქის მერს მოუწოდებდნენ, აღნიშნული პროექტით არ მომხდარიყო ხიდის რეაბილიტაცია. მით უფრო, რომ ესკიზის შედგენა საზოგადოების ჩართულობით არ მომხდარა და მერიას მის პროექტირებაზე ტენდერიც არ გამოუცხადებია. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მაშინ თავი იმით იმართლა, რომ ხიდის პროექტი ქალაქს არქიტექტორმა გია ხუჯაძემ აჩუქა.

საზოგადოების ნაწილისთვის განსაკუთრებით მიუღებელი აღმოჩნდა ხიდზე იმიტირებული თეთრი ქვების განთავსების იდეა, რადგან თვლიდნენ, რომ ქვები მდინარეშიც საკმარისი იყო.

საბოლოოდ მერიამ ხიდზე თეთრი ქვები არ განათავსა, თუმცა, ხიდის ვიზუალი მოულოდნელად შეიცვალა და ქუთაისელებმა თეთრის ნაცვლად ჟანგისფერი ხიდი მიიღეს.

ხიდის დასრულებული იერსახე ადგილობრივებისთვის კიდევ უფრო მიუღებელი აღმოჩნდა. ლითონის ფილები და მინის იატაკი, რომელიც ოვალურის ნაცვლად ოთხკუთხედი ფორმისაა,  ერთდროულად სახიფათოდ და არაპრაქტიკულად შეფასდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ზაფხულში ლითონი გაცხელდება, ზამთარში კი მასზე ფეხის მოცურების რისკი არსებობს.

პროექტის ავტორი გია ხუჯაძე ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, რომ პროექტში ცვლილებები ზოგ შემთხვევაში საზოგადოების პროტესტის, ზოგ შემთხვევაში კი სამუშაოების დროში ჩატევის მიზნით შევიდა.

"ქვები იმიტომ ამოვიღეთ, რომ იდეა ვერ გაიგო ხალხმა და უარყოფითი პოზიციები წამოვიდა. რაც შეეხება მინებს, ოვალური უნდა ყოფილიყო, მაგრამ დროში რომ ჩატეულიყვნენ, ასეთი ფორმის გაკეთდა. რაც შეეხება მოცურებას, ყინვა რამდენი დღეა ჩვენთან? მოცურებით ყველაფერი შეიძლება მოცურდეს. მაგალითად, გრანიტის ქვაფენილები რომ გვაქვს, ისინი ძალიან სრიალებს, მაგრამ ფრთხილად დავდივართ ზამთარში. ზაფხულში კალაპოტში ხდება განიავება და ისე არ გაცხელდება, რომ მასზე ვერ გადაიაროს ადამიანმა",– ამბობს პროექტის ავტორი, გია ხუჯაძე.

არქიტექტორი ირწმუნება, რომ ფერს შეიცვლის ლითონის ფილებიც, რომელიც საზოგადოებას განსაკუთრებით არ მოეწონა.

"ლითონის ფილები ლაქის გადასმის შემდეგ ფერს შეიცვლის და უფრო მუქი გახდება" - ამბობს  არქიტექტორი. 

გარდა პროექტის შეცვლისა, დროში გაჭიანურდა სამუშაოები. ქუთაისელები ხიდის გასხნას, რომელიც საბოლოოდ მათ უმრავლესობას არ მოეწონა, ხუთი თვე ელოდნენ.

მერიამ უკვე დაანონსა რეაბილიტირებული ხიდის გრანდიოზული გახსნა.

3 ნოემბერს ხიდი ცისფერყანწელთა საარქივო ხმებზე დადგმული პერსფორმანსით გაიხსნება. ასევე, წარმოდგენას გამართავს გოგი ალექსიძის თბილისის თანამედროვე საბალეტო დასი. ღონისძიებას კი ქუთაისის საოპერო გუნდი დაასრულებს.

თეთრი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი რეაბილიტაციისთვის 445 000 ლარი დაიხარჯა.


სტატიაში გამოყენებულია მამუკა კაკაურიძის ფოტო.

ამავე თემაზე:

განახლებული თეთრი ხიდი ღამით (ფოტო)

რას ფიქრობენ ქუთაისში განახლებულ თეთრ ხიდზე? (ვიდეო)

თეთრი ხიდი "გრანდიოზულ გახსნამდე" ერთი კვირით ადრე (ვიდეო)
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
თეგები თეთრი ხიდი /
დღის სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ქურდული სამყაროს" წევრობისა და "კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის ბრალდებით სამი პირი დააკავა.
14:44 / 26-03-2019
სამი თვეა ქუთაისში თეთრი ხიდი ნაწილობრივ გადაკეტილია.
12:46 / 26-03-2019
იმერეთის სოციალური მუშაკები ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ შეიკრიბნენ და მთავრობას მათი მოთხოვნების შესრულებისკენ მოუწოდეს.
12:45 / 26-03-2019
სოფელ გელათში მცხოვრებლებმა ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი გზა გადაკეტეს.  
12:08 / 26-03-2019
მსგავსი სიახლეები






აეროპორტთა საერთაშორისო
საბჭოს 
(ACI Europe) მიმდინარე
წლის იანვრის მონაცემებით, ქუთაისი ევროპაში მეორე ადგილზეა.
აეროპორტთა საერთაშორისო საბჭოს (ACI Europe) მიმდინარე წლის იანვრის მონაცემებით, ქუთაისი ევროპაში მეორე ადგილზეა.
16:33 / 26.03.2019






შინაგან საქმეთა სამინისტრომ
შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ქურდული სამყაროს" წევრობისა და "კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის ბრალდებით სამი პირი დააკავა.
14:44 / 26.03.2019






ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის ყოფილ შენობაში შსს-ს აკადემიისა
და საპატრულო პოლიციის ცენტრის განთავსების პროექტზე მუშაობა
მიმდინარეობს.
ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის ყოფილ შენობაში შსს-ს აკადემიისა და საპატრულო პოლიციის ცენტრის განთავსების პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს.
13:28 / 26.03.2019






სამი თვეა ქუთაისში თეთრი ხიდი ნაწილობრივ გადაკეტილია.
სამი თვეა ქუთაისში თეთრი ხიდი ნაწილობრივ გადაკეტილია.
12:46 / 26.03.2019






იმერეთის სოციალური მუშაკები ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო
უნივერსიტეტის წინ შეიკრიბნენ და მთავრობას მათი მოთხოვნების
შესრულებისკენ მოუწოდეს.
იმერეთის სოციალური მუშაკები ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ შეიკრიბნენ და მთავრობას მათი მოთხოვნების შესრულებისკენ მოუწოდეს.
12:45 / 26.03.2019
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.