ახალი ამბები
"პარლამენტის ადგილი არის ქუთაისი" - გრიგოლ ვაშაძე
FaceBook
ცდილობენ, ქუთაისს წაართვან სოციალური სტატუსი და როლი, რომელიც მას ისტორიულად ეკუთვნის. არავითარ შემთხვევაში ამას არ დავუშვებთ, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზცია "ძალა ერთობაშიას" პრეზიდენტობის  კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ქუთაისში, პარლამენტის წინ მხარდაჭერებთან ერთად განაცხადა. 

მისი თქმით,  პარლამენტის ადგილი არის ქუთაისი.

"დღეს გაერთიანებულ ოპოზიციას აქვს პატივი, იდგეს ამ შენობის წინ, რომელიც გახდა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს სიმბოლო და ეს შენობა გახდება "ქართული ოცნების" კიდევ ერთი სიცრუისა და ქუთაისელებისადმი ზიზღის სიმბოლო. პარლამენტის ადგილი არის ქუთაისი. ახლა რეგლამენტში შეაქვთ ცვლილება, გადაიტანონ პარლამენტი, რაც თბილისში საცობებისა და ხალხის გაღიზიანების მეტს არაფერს გამოიწვევს.

ცდილობენ, ქუთაისს წაართვან სოციალური სტატუსი და როლი, რომელიც მას ისტორიულად ეკუთვნის. არავითარ შემთხვევაში ამას არ დავუშვებთ. გგონიათ რეგლამენტში ცვლილების შეტანით გადაიტანთ? ვერა. რადგან თქვენ ძალიან მალე ხელისუფლებაში აღარ იქნებით. ამის გარანტი ქუთაისელები არიან", – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, 2019 წლიდან პარლამენტი სრულად თბილისში გადავა. დეპუტატი გადატანის მიზეზად სხვადასხვა არგუმენტს ასახელებს. მისივე თქმით, შენობაში საპოლიციო დანაყოფი განთავსდება.


ამავე თემაზე:

2019 წლის იანვრიდან პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში გადავა

ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემა

ენმ: "საპარლამენტო სტატუსის ნაცვლად უკვე მივიღეთ ორმოების ქალაქი"

პარლამენტის ქუთაისის შენობაში "112", საპატრულო პოლიციის მომსახურების ცენტრი,
შსს-ს აკადემიის რეგიონული ცენტრი და მომსახურების სააგენტო განთავსდება
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.