ახალი ამბები
კინო "საქართველო": ფილმს რელიგიის შეურაცხყოფის გამო ქართულად არ გავახმოვანებთ
FaceBook
კინო "საქართველო" ფილმს "მონაზვნის წყევლა" ქართულად არ გაახმოვანებს და მას მხოლოდ ინგლისურ და რუსულ ენაზე აჩვენებს.

კინო "საქართველოს" წარმომადგენელმა ქუთაისიპოსტთან საუბარში ვერ დააკონკრეტა თუ რატომ არ გახმოვანდება "მონაზვნის წყევლა" ქართულად.

"ზოგადად ფილმების ნაწილი ყოველთვის იქნება რუსულად, ნაწილი - ქართულად. ეს ფილმი ქართულად ვერ იქნება", - აღნიშნა კინო "საქართველოს" ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

თუმცა, სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებაში, რომელიც კინოს ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა, აღნიშნულია, რომ ფილმი სარწმუნოებას აკნინებს და შეურაცხყოფას აყენებს მას.



"ქუთაისიპოსტი"  შეეცადა გაეგო ჰქონდა თუ არა ვალდებულება კინო "საქართველოს" ფილმი ქართულად გაეშვა, თუ ქართულ ენაზე გახმოვანებული ფილმი რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფას აყენებს, რუსულად და ინგლისურად თარგმნილი გამოიწვევდა თუ არა იგივეს, თუმცა გვითხრეს, რომ ამ კითხვებზე პასუხის გაცემისთვის კომპეტენტური პირი ადგილზე არ იმყოფება და არ იცოდნენ როდის შეძლებდა ის პასუხის გაცემას. 

"მონაზვნის წყევლა" საშინელებთა ჟანრის ფილმია. რეჟისორი კორინ ჰარდია. მისი ჩვენება დღეს თბილისის კინოთეატრებშიც არის დაგეგმილი. თუმცა ქუთაისისგან განსხვავებით, ფილმი რუსულ და ინგლისურთან ერთად ქართულ ენაზეც გავა. ფილმი რუმინეთში მონაზვნის თვითმკვლელობის ამბავს ეხება. მიზეზის გასაგებად კი,  ვატიკანმა  მღვდელი და ახალგაზრდა მონაზონი გამოაგზავნა, რათა გაიგონ რუმინეთში მონაზვნის თვითმკვლელობის მიზეზი. 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა
გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას,
მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, 
სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
14:22 / 06.11.2025
საქართველოს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, 
სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025
წლის 1 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, ავტოსატრანსპორტო
საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 699
ფაქტი გამოავლინეს.
12:22 / 06.11.2025
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025 წლის 1 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 699 ფაქტი გამოავლინეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.