ახალი ამბები
"საქნახშირის" თანამშრომლებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება ადვოკატებმა გაასაჩივრეს
FaceBook
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინება საქნახშირის თანმშრომლებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ გასაჩივრებულია.
სარჩელი ადვოკატებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანეს. 

"ვასაჩივრებთ  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას", - ამბობს ერთ-ერთი ბრალდებულის გოჩა ქასრაშვილის ადვოკატი ამირან ხუციშვილი.

მოსამართლე თემურაზ კაპანაძემ ბრალდებულებს აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა 8  აგვისტოს შეუფარდა. სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე თითოეულ ბრალდებულზე გირაოს სახით 5000 ლარის შეფარდებას ითხოვდა. თუმცა, მოსამართლემ  შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 

"ეს არის რეზონანსული საქმე და ამიტომაც ხდება ამ ადამიანებისთვის წინასწარი პატიმრობის განსაზღვრა ბრალდების მიერ. ერთ მხარეს არის კანონი და მეორე მხარეს რეზონანსული საქმე", - განაცხადეს ადვოკატებმა სასამართლო პროცესზე.

საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი 20 სექტემბერს, 14:00 საათზე არის ჩანიშნული.

„საქნახშირის“ ექვსი თანამშრომელი 6 აგვისტოს დააკავეს. გამოძიება მათ სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ედავება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. საქმე 2018 წლის 15 აპრილს შახტში მომხდარ შემთხვევას ეხება, რა დროსაც 6 ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 2-დან - 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ამავე თემაზე:

სასამართლომ "საქნახშირის" თანამშრომლებს პატიმრობა შეუფარდა

"საქნახშირის" დაკავებული თანამშრომლების ადვოკატები გირაოს შეფარდებას მოითხოვენ






Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ნაციონალური მოძრაობის
14:51 / 24.04.2024
ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.