ახალი ამბები
რა ეტაპზეა თეთრი ხიდის რეაბილიტაცია
FaceBook
ქუთაისში, თეთრი ხიდის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი ერთ კვირაში უნდა დასრულდეს. 

ამჟამად ხიდის რკინის კონსტრუქციებზე ძველი საღებავის მოშორება ხდება, რომლის შემდეგაც, მათ თეთრ ფერზე შეღებავენ. პირველი ეტაპის ფარგლებში ხიდიდან უკვე აიღეს ხის საფარი, რომელსაც რეკონსტურქციის შედეგად ლითონის საფარი ჩაანაცვლებს.

"საკმაოდ შრომატევადი სამუშაოა და ამინდებმაც არ შეგვიწყო ხელი. წვიმიან ამინდში საერთოდ არ შეიძლებოდა ხიდზე ხელის მიკარება. ამიტომ შევფერხდით", - ამბობს ქუთაისის მერიის ინფრატრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი, ბექა ყურაშვილი. მისი თქმით, ამაჟამად მუშაობა დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობს და ის 22 აგვისტოს დასრულდება.

თეთრი ხიდის რესკონსტრუქცია 1 ივნისიდან დაიწყო. მას შემდეგ ხიდი გადაკეტილია.

ქუთაისში თეთრ ხიდზე რეაბილიტაციის შემდეგ ქალაქის შესახებ ისტორიული წარწერები ამოიტვიფრება. ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელის, არქიტექტორ, ზაზა ჩხიკვაძის თქმით, ხიდის საფარი 6 მილიმენტრიანი ლითონის ფირფიტებით მოეწყობა, რომელზეც ქართული ორნამენტები მოიხატება. ასევე ხიდის საფარზე დაკრულ ფირფიტებზე დაიწერება ცისფერყანწელთა ცნობილი გამონათქვამები და ქუთაისზე არსებული მნიშველოვანი ისტორიული მოვლენები.

ზაზა ჩხიკვაძეს ინფორმაციითვე, ფირფიტებზე შესაძებელი იქნება დაიწეროს ის მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენები, რომელიც ქუთაისში თანამედროვე რეალობაში მოხდება.

თეთრ ხიდზე რეაბილიტაციის ფარგლებში, ასევე, დამაგრდება 52 ათასი მოქლონი და განთავსდება ელექტრონული ტაბლო, რომელზეც ხიდის ისტორიაზე ვიდეორგოლი იტრიალებს.

"ვიზუალური ეფექტების გარდა, ამ ხიდზე მოწყობილი საფარი იქნება ძალიან გამძლე," - განაცხადა ზაზა ჩხიკვაძემ.

რეკონსტრუქციის შემდეგ გამოიცვლება არსებული მოაჯირის დაზიანებული ნაწილი და გაკეთდება მისი ანალოგი. ხიდის სავალ ნაწილზე მოეწყობა ოვალური ფორმის, სამშრიანი მინის იატაკი და დეკორატიული თეთრი ქვები. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "ალმა რუს საქართველო" 436 000 ლარად ასრულებს.

ხიდის რეაბილიტაციის პროექტი ქუთაისის მერიამ საზოგადოების ჩართულობის გარეშე შეიმუშავა.

ხიდის მზა ესკიზი, რომელიც არქიტექტორმა გია ხუჯაძემ გააკეთა, საზოგადოების ნაწილმა დაიწუნა. თუმცა, ადგილობრივ ხელისუფლებას პოზიცია არ შეუცვლია და რეკონსტრუქციას გია ხუჯაძის პროექტით ახორციელებს.



ამავე თემაზე:

"ხიდი კარგავს ღირებულებას"- ქუთაისში "თეთრი ხიდის" რეაბილიტაციას აპროტესტებენ

"შეფასებას "უნიჭო" ვერ მივიღებ" - თეთრი ხიდის პროექტის ავტორი კრიტიკაზე

როგორი იქნება რეაბილიტირებული თეთრი ხიდი (ფოტო)

"იმედია, ას საფეხურიანი კიბის პროექტის განხილვაში მაინც ჩართავთ საზოგადოებას" - ოპოზიცია
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის
წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე
იწვევენ.
12:08 / 20.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე იწვევენ.
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული
კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.
11:02 / 20.04.2024
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.