ახალი ამბები
პრეზიდენტის შემდეგ, სხდომა „ევროპულმა საქართველომ“ დატოვა
FaceBook
პრეზიდენტის შემდეგ, პარლამენტის სხდომა "ევროპული საქართველოს" დეპუტატებმაც დატოვეს. მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი  კობახიძემ პრეზიდენტის მოთხოვნა,  რეგლამენტის შეცვლასთან დაკავშირებით,  კენჭისყრაზე დააყენა, დეპუტატებმა კი საკითხს მხარი არ დაუჭირეს, საპარლამენტო უმცირესობამ დებატებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

"დღეს შექმნილია არაორდინალური პოლიტიკური სიტუაცია. უმრავლესობამ თავისი გადაწყვეტილებით პრეზიდენტს არ მისცა შესაძლებლობა დაბრუნებულიყო და მონაწილეობა მიეღო ამ დისკუსიებში. შესაბამისად, საპარლამენტო უმცირესობასაც მიზანშეუწონლად მიაჩნია ამ დებატებში მონაწილეობა", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

პარლმანეტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პრეზიდენტის, როგორც კონსტიტუციის მთავარი  გარანტის მიერ მსგავსი მოთხოვნა, მიუღებელია.

"საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც პირველი გარანტია კონსტიტუციის, გვთხოვს კანონის დარღვევას, რაც ჩემთვის როგორც პარლმანეტის თავმჯდომარისთვის,  მიუღებელია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტში სხდომა გაგრძელდა. დეპუტატები სიტყვით გამოდიან.

პრეზიდენტის რანგში  გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში  ბოლო გამოსვლა, მის გარეშე ჩაივლის.


ამავე თემაზე:

პრეზიდენტმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა

„ჟენევაში ჩვენ ვერ მივიღებთ შედეგს, სანამ ეს არ მოხდება მოსკოვში" - ადა მარშანია


„სისტემა უნდა დაცლილიყო იმ ადამიანებისგან, რომლებიც ძალადობასთან ასოცირდებიან“ - გიორგი მარგველაშვილი

„საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმება, ეს იყო პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტება “ - გიორგი მარგველაშვილი

„მედიაზე შტურმი აღარ ხორციელდება, მაგრამ ხდება სირთულეების შექმნა“ - გიორგი მარგველაშვილი

პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა დაიწყო

2 მაისს პარლამენტში პრეზიდენტს მოუსმენენ


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.