ახალი ამბები
ვანში, გადასატანი ყუთის სიაში ამომრჩეველთა რიცხვის ზრდა საიას საეჭვოდ მიაჩნია
FaceBook
ვანის #53 საოლქო საარჩევნო კომისიამ, საუბნო საარჩევნო კომისიების გადასატანი ყუთის სიებში, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული ამომრჩევლების 3%-ზე მეტი  შეიყვანა.

"რითაც გადასატანი ყუთით ხმის მიცემის შესაძლებლობა დამატებით კიდევ 299 ამომრჩეველს მისცა. საარჩევნო კოდექსის 33-ე მუხლის მე-4 მუხლის თანახმად, გადასატანი ყუთის სიაში შეყვანილი ამომრჩევლების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული ამომრჩევლების სამ პროცენტს. აღნიშნული რაოდენობის შევსების შემდეგ ამომრჩეველთა გადასატანი ყუთის სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია სხდომაზე დამსწრეთ ორი მესამედით.

საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული ამომრჩევლების 3%-ზე ზევით ამომრჩევლების გადასატან ყუთის სიაში შეყვანა მოქმედი კანონმდებლობით შესაძლებელია როგორც გამონაკლისი. ზემოაღნიშნულის მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია.

ჩვენთვის უცნობია ის ფაქტი, თუ კონკრეტულად რამ განაპირობა საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება და რამდენად იყო საოლქო საარჩევნო კომისია ინფორმირებული კონკრეტულ ამომრჩეველთა მიერ გადასატანი ყუთით ხმის მიცემის საჭიროების შესახებ.

მიგვაჩნია, რომ ვანის #53 ოლქში შემავალ 31 საარჩევნო უბნიდან 25 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის სიაში 3%-ზე ზევით ამომრჩევლების დამატების შესახებ გადაწყვეტილება გამონაკლისს უკვე აღარ წარმოადგენს და ბადებს ეჭვს გადასატანი ყუთის მეშვეობით ამომრჩეველთა ხმებისმობილიზების შესახებ", - აცხადებენ საიაში.
თუ ვის შეუძლია  გადასატანი ყუთით სარგებლობა ნახეთ აქ. 


ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. მოქალაქეები 54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტში ვანისა და ხონის მაჟორიტარს ირჩევენ.

ვანის და ხონის ოლქში პარლაემნტის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის სულ ექვსი კანდიდატი იბრძვის:

"ევროპული საქართველოს" კანდიდატი გიგი უგულავა.
პარტია "საქართველოს" კანდიდატი გიორგი ლილუაშვილი.
"ტრადიციონალისტების" კანდიდატი ზურაბ ქართველიშვილი.
"ახალი ქრისტიან-დემოკრატების" კანდიდატი მამუკა ტუსკაძე.
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატი - გივი ჭიჭინაძე.
საინიციატივო ჯგუფის კანდიდატი ვასილ კოპალიანი. 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
დაავადებათა კონტროლის ცენტრის
ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე სკოლებსა და საბავშვო ბაღების
ფუნქციონერების დროებით შეწყვეტის რეკომენდაციას არ
იძლევა.
16:11 / 28.02.2020

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე სკოლებსა და საბავშვო ბაღების ფუნქციონერების დროებით შეწყვეტის რეკომენდაციას არ იძლევა.

31
წლის ქალს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, იტალიაში
იმყოფებოდა.
16:04 / 28.02.2020

31 წლის ქალს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, იტალიაში იმყოფებოდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.