ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ პლაკატები წარწერით - "რუსეთი მტერია" ჩამოხსნა
FaceBook
ქუთაისის მერიამ,  "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენლების მიერ ადმინისტრაციული შენობის წინ გაკრული ფლაერები წარწერით - "რუსეთი მტერია"- ჩამოხსნა. თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ ამ ფორმით პოზიციის გამოხატვა მიუღებელია და პირი, რომელმაც ფლაერები განათავსა, დაჯარიმდება.

"ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით იმ აზრს, რომ რუსეთი ოკუპანტია და ეს არის ჩვენი ხელისუფლების გაცხადებული პოზიცია, მაგრამ იმ ფორმით, როგორც მათ ეს გამოხატეს, მიუღებელია. მითუმეტეს, ეს შენობა  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ახლა მიმდინარეობს დადგენა იმ ადამიანის, ვინც უშუალოდ გააკრა ფლაერები და კანონის შესაბამისად დაჯარიმდება", - ამბობს მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ზვიად ჯავახია. 

ადმინისტრაციული შენობის კიბეებზე წარწერები არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენლებმა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით განათავსეს.

აქცია-პერფორმანსის ფარგლებში, აქციის მონაწილეებმა თეთრი ხიდიდან მერიის შენობამდე იგივე შინაარსის შემცველი ფლაერები სხვადასხვა ადგილზე გააკრეს. მოსახლეობას კი, 1921 წლის 25 თებერვლის საბჭოთა ოკუპაციის  შედეგად, საქართველოს მიერ დაკარგული ტერიტორებისა და საბჭოთა რეჟიმს შეწირული ადამიანების შესახებ, საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს. 

2018 წლის 25 თებერვალს, რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ საქართველოს ოკუპირებიდან 97 წელი შესრულდა.

1921 წლის 25 თებერვალს, საბჭოთა რეჟიმის გამოცხადებით, საქართველომ 70 წლით დაკარგა თავისუფლება.

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე დროშა ეშვება.

მთავარი სახელმწიფო სიმბოლო დაუშვეს ქუთაისის მერიის შენობაზეც.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.