ახალი ამბები
აგროღონისძიებების ჩამონათვალი, რომლებიც ფერმერებმა თებერვლიდან უნდა გაატარონ
FaceBook
მოუსავლიანობის მეორე წელი და ღონისძიებები თხილის მოსავლის მისაღებად. მიმდინარე წლის თებერვლიდან აგრონომები ფერმერებს თხილის კულტურაში აგროღონისძიებების დაწყებას ურჩევენ. 

ჩამოცვენილი ფოთლების, გაფუჭებული ნაყოფების გატანა, ამონაყრების მოცილება, ჩახშირებული ტოტების გამოხშირვა, ჩამოცვენილი ფოთლებისა და ნაყოფების გატანა ფართობიდან - ეს ის აუცილებელია მექანიკური ღონისძიებების ჩამონათვალია, რომელის განხორციელება თებერვლიდან უნდა მოხდეს. აპრილის შუა რიცხვებიდან კი, კლიმატური პირობების შესაბამისად, ინტენსიური წამლობები უნდა დაიწყოს. 

"ზოგიერთს ჰგონია რომ თუ ფაროსანასთან მიმართ შეიწამლა ბაღი, გადარჩება. არ არის ეს ასე. აქ სოკოვანი დაავადებებია, არიან მავნებლები, რომლებთა მიმართ საჭიროა კომპლექსური ღონისძიებების გატარება", - გვეუბნება კომპანია "კარტლისის" სამეცნიერო კონსულტანტი, აგრონომი, რევაზ შონია.

მეორე ეტაპი შეწამვლითი ღონისძიებების გატარებაა. ამისათვის დაგჭირდებათ პრეპარატი - კოსაიდი, რომელიც სიდამპლეების წინააღმდეგ გამოიყენება, ორტუსი - ტკიპების საწინააღმდეგოა. მეორე წამლობა პირველი წამლობიდან 15-20 დღის შემდეგ უნდა ჩატარდეს. თუმცა ეს ყველაფერი ფერმერს ერთ ჰექტარზე, დაახლოებით, 800-900 ლარის ფარგლებში დაუჯდებათ. 

აგრონომები ფერმერებს წამლობითი ღონისძიებების გატარებისას სანიტარული ნორმების დაცვასაც ურჩევენ. 

2016-17 წლებში დასავლეთ საქართველოში თხილის მოსავალს სერიოზული ზარალი მიადგა. თხილის კულტურა არა მხოლოდ მავნებელმა მწერმა, აზიურმა ფაროსანამ, არამედ სხვადასხვა სახის სოკოვანმა დაავადებებმაც დააზიანა.  

ამავე თემაზე:


თხილის მოსავლის 70% დასავლეთ საქართველოში შესაძლოა კვლავ განადგურდეს

მოუსავლიანობის მეორე წელი და ღონისძიებები აზიური ფაროსანას დასამარცხებლად

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა საგადასახადო კოდექსში
ცვლილების შეტანას, რომელიც ოფშორიდან აქტივების გადმომტანის
დაბეგვრისგან გათავისუფლებასაც ითვალისწინებს.
13:32 / 19.04.2024
საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანას, რომელიც ოფშორიდან აქტივების გადმომტანის დაბეგვრისგან გათავისუფლებასაც ითვალისწინებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.