ახალი ამბები
ქუთაისის მერს სამი მრჩეველი ეყოლება
FaceBook
ქუთაისის მერს გიორგი ჭიღვარიას სამი მრჩეველო ეყოლება . ამის შესახებ მან საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.
"ნამდვილად არ მჭირდება 5 მრჩეველი და მე მეყოლება სამი. ისინი სამი მიმართულებით, არასამთავროებოს, კულტურული ღონისძიებებთან მიმართებაში და პროექტებთან დაკავშირებით იმუშავებენ," - განაცხადა ქალაქის მერმა საკრებულოს სხდომაზე. 

"მესმის, რომ ყოფილ მერს 5 მრჩეველი ჰყავდა და მას ეს სჭირდებოდა. თუმცა, ვფიქრობ, რომ შემცირებაა საჭირო. მერს 5 მრჩეველი არ სჭირდება.
მე მეყოლება იმ მიმართულებით მრჩევლები, რა მიმართულებითაც მჭირდება. მინდა, რომ ადამიანი, რომელიც მუშაობს, მთელი დღის განავლობაში იყოს დაკავებული", - განმარტა  გიორგი ჭიღვარიამ "ქუთაისიპოსტის" სტუდიაში.

მერის 5-ივე მრჩეველს ხელშეკრულების ვადა მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლოს უმთავრდებათ.

ზურაბ ხურციძე, ოთარ ჩიხლაძე, მამუკა კუბლაშვილი, მამუკა ჭონიშვილი და თემურ ლანჩავა - ასეთია იმ ადამიანთა სია, რომლებიც ადგილობრივ თვითმმართველობაში ქალაქის პირველი პირისთვის სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით რჩევებისა და რეკომენდაციების მისაცემად არიან დასაქმებულნი.

მაგალითად, ზურაბ ხურციძის კომპეტენციაში შედის პირველი პირისთვის ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მერიას შორის მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებაზე გაუწიოს რეკომენდაცია. ოთარ ჩიხლაძეს ქალაქის ურბანული განვითარების კუთხით შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობის სრულყოფის საკითხებზე ევალება რჩევების მიცემა; მამუკა კუბლაშვილს - მერის მიერ საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარსადგენ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და მასში შესატანი ცვლილებების შემუშავებაზე, მამუკა ჭონიშვილს - შესაბამის სამსახურებთან ერთად მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე (kutaisi.gov.ge) ინფორმაციის განთავსების საკითხებზე.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.