ახალი ამბები
ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს 11 დეკემბერს გადაეგზავნება
FaceBook
ქუთაისის 2018 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვას საკრებულოს კომისიები 11 დეკემბრიდან დაიწყებენ.
"ორშაბათს შემოვა ბიუჯეტის პროექტი და დავიწყებთ განხილვას კომისიებში", - ამბობს საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე, კახა ბოჭორიშვილი.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი თავდაპირველად მე-5 მოწვევის საკრებულომ მიიღო. თუმცა, ქალაქის ახალმა მერმა, გიორგი ჭიღვარიამ პროექტი მისი შესწავლის მიზნით უკან გამოითხოვა.

ახლა აღმასრულებელმა უწყებამ ბიუჯეტის პროექტი ისევ წარმომადგენლობით ორგანოს უნდა გადაუგზავნოს, რის შემდეგაც, ფინანსურ დოკუმენტს საკრებულო კომისიებში განიხილავს და კვლავ აღმასრულებელს დაუბრუნებს. საკრებულოს ამისთვის 10 დღიანი ვადა აქვს.

2018 წლის ბუჯეტის პროექტი სხდომაზე დასამტკიცებად მხოლოდ ამის შემდეგ გამოვა.

ახალი ბიუჯეტი ქალაქმა 25 დეკემბრამდე უნდა მიიღოს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე, საცხოვრებელი
კორპუსის მშენებლობისას მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით შინაგან
საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
15:27 / 15.07.2026

ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობისას მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

ქუთაისში, მაშველებმა სამშენებლო კონსტრუქციის ქვეშ მოყოლილი მუშა
ამოიყვანეს, თუმცა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
14:41 / 15.07.2026

ქუთაისში, მაშველებმა სამშენებლო კონსტრუქციის ქვეშ მოყოლილი მუშა ამოიყვანეს, თუმცა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.